თავში

GITA-სა და Stack-ს შორის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა

GITA-სა და Stack-ს შორის​ საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა
GITA-სა და Stack-ს შორის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 650 000 - ლარიანი საგრანტო პროგრამის მე-2 რაუნდში გამარჯვებულმა კომპანია Stack - მა ინოვაციების სააგენტოსთან საგრანტო ხელშეკრულება გააფორმა.

Stack ქართული წარმოშობის საერთაშორისო სტარტაპია, რომელიც ინტერნეტბრაუზერის ქართულ ალტერნატივას ქმნის. მისი საშუალებით, Facebook, Twitter, Instagram, Linkedin-ითა და სხვა სოციალური პლატფორმებით სარგებლობა ერთდროულად არის შესაძლებელი. კომპანიამ 2018 წლის ნოემბერში დაიწყო ოპერირება და ამ დროისთვის, აქტიური მომხმარებლები ჰყავს ამერიკიდან, იაპონიიდან და ევროპიდან.Stack პირველი ქართული კომპანიაა, რომელმაც 500 Startups-ის აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში 850 000 დოლარის ინვესტიცია მოიზიდა და გახდა პირველი ქართული სტარტაპი, რომელშიც სილიკონის ველის 500 Startups-მა, ჰოლანდიურმა უმსხვილესმა საინვესტიციო ფონდმა Peak Capital-მადა "ენჯელ ინვესტორებმა" განახორციელეს ინვესტიცია.საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 650 000 - ლარიანი საგრანტო პროგრამა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 2019 წლის 22 მაისს დაიწყო. პროგრამის მიზანია, მოახდინოს ინოვაციების, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში. პროგრამის მეშვეობით ქართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომელთაც გააჩნიათ პოტენციალი საკუთარი ინოვაცია განავითარონ და წარადგინონ მსოფლიოს დონეზე, მოახდენენ ინოვაციური პროდუქტის პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება გლობალური პოტენციალის მქონე პროდუქტი - ტექნოლოგიური ან ბიზნეს-პროცესული ინოვაცია, რომელიც ნათლად ასოცირებული იქნება საქართველოსთან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system