თავში

გლეხებს კარტოფილის რეალიზაციის პრობლემა აშინებთ

გლეხებს კარტოფილის რეალიზაციის პრობლემა აშინებთ
გლეხებს კარტოფილის რეალიზაციის პრობლემა აშინებთ

წელს რეგიონებში კარტოფილის კარგს მოსავალს ელოდებიან. მარნეულში მოსავლის ნაწილი უკვე აიღეს, სამზადისს მალე ახალციხეშიც შეუდგებიან, სადაც ძველი მარაგი ჯერ კიდევ შემორჩენილია. ჯამში ქვეყანაში 40 ათას ტონამდე კარტოფილის მოსავალს ელოდებიან. ფერმერების ინფორმაციით, ძველი კარტოფილის გაყიდვა უჭირთ, რადგან მოთხოვნამ იკლო. რაც შეეხება ახალ მოსავალს, ახალციხელი ფერმერის მკრტჩ მოსესიანის ვარაუდით, შეიძლება შემოდგომაზე გაყიდვის პრობლემა შეექმნათ, თუკი ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება. 

,,მოსავლის სრულად აღება იწყება ივლისის ბოლოს, ბევრი ნათესია სამცხე-ჯავახეთში, შარშანდელთან შედარებით, დაახლოებით 20-25%-ით მეტი ფართობი დაითესა. ძველი მარაგები ჯერი კიდევ შემორჩენილია, თუმცა ფასმა დაიწია და არც ბაზარზეა დიდი მოთხოვნა, ამიტომ გაყიდვა გვიჭირს. მთლიანობაში, ბევრად უკეთეს მოსავალს ველოდებით, ვიდრე წინა წლებში მოგვყავდა. ცოტა არ იყოს, გვეშინია კიდეც, რომ შემოდგომაზე რეალიზაციის პრობლემა  არ შეიქმნას, თუკი ტურისტების რაოდენობა შემცირდება, სხვა დაბრკოლებას ვერ ვხედავ", - ამბობს ახალციხელი ფერმერი.

ყველაზე გვიან კარტოფილის მოსავალი მიიღება ყაზბეგში, სადაც 15 ათასი ტონით მეტი კარტოფილი დაითესა. ამის შესახებ report.ge-ს ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის დირექტორიმა კახი ჯანუყაშვილმა აცნობა.

,,ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ნაკვეთი დავთესეთ. წელს  დაახლოებით 15 -20 ჰექტარით მეტი დაითესება. კარგი მოსავლის შემთხვევაში, დაახლოებით 1400-1500 ტონა მოსავალს მივიღებთ", - აღნიშნა ჯანუყაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system