თავში

გლეხი, რომელსაც მოსავალი საკუთარი მოხმარებისთვის მოჰყავს, დასაქმებულად აღარ ჩაითვლება

გლეხი, რომელსაც მოსავალი საკუთარი მოხმარებისთვის მოჰყავს,
გლეხი, რომელსაც მოსავალი საკუთარი მოხმარებისთვის მოჰყავს, დასაქმებულად აღარ ჩაითვლება

2020 წლის მესამე კვარტლიდან სტატისტიკის ეროვნული სამსახური დასაქმებისა და უმუშევრობის შესახებ მონაცემებს ახალი მეთოდოლოგიით შეკრებს.

როგორც საქსტატ-ის აღმასრულებელი დირექტორი, გოგიტა თოდრაძე აცხადებს,ახალი მეთოდოლოგიით, დასაქმებულად ჩაითვლება მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც საკუთარ სერვისს ან პროდუქტს ბაზარს სთავაზობს, ანუ საკუთარ შრომას ყიდის. ის ადამიანი, რომელიც საკუთარ ნაკვეთზე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით არის დაკავებული და მიღებულ მოსავალს მხოლოდ თავად მოიხმარს და არა კომერციული კუთხით, დასაქმებულად აღარ ჩაითვლება.

„აქამდე თვითდასაქმებულად ითვლებოდა ნებისმიერი საკუთარ მამულში მომუშავე პირი, მიუხედავად იმისა, საკუთარი მოხმარებისთვის აწარმოებდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას, თუ ბაზარზე გასაყიდად. ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით, თვითდასაქმებულთა კატეგორიიდან გამოირიცხებიან პირები, რომლებიც აღარ არიან ბაზარზე ორიენტირებული. ანუ, თუ ისინი თავიანთი მოწეული პროდუქციის 50 პროცენტზე მეტს არ ყიდიან ბაზარზე. ასეთი ადამიანები აღარ ჩაითვლებიან თვითდასაქმებულად“, – აღნიშნა საქართველოს პირველ არხთან საქსტატ-ის ხელმძღვანელმა.

გოგიტა თოდრაძის ინფორმაციით, ახალი სტანდარტი უკვე დაინერგა 20-მდე ქვეყანაში, მათ შორის სომხეთში, მოლდოვაში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. რაც შეეხება საქართველოს, თოდრაძის ინფორმაციით, 2020 წლის პირველი ორი კვარტლის განმავლობაში მონაცემების შეგროვება მოხდება როგორც ახალი, ისე ძველი მეთოდოლოგიის კითხვარით, მესამე და მეოთხე კვარტლების მონაცემებს კი საქსტატი მთლიანად ახალი მეთოდოლოგიით გამოიკვლევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system