თავში

გლობალურ ბაზრებზე შესაძლოა ოქრო, საწვავი და ზოგიერთი სურსათი გაძვირდეს

გლობალურ ბაზრებზე შესაძლოა ოქრო, საწვავი და ზოგიერთი სურსათი გაძვირდეს
გლობალურ ბაზრებზე შესაძლოა ოქრო, საწვავი და ზოგიერთი სურსათი გაძვირდეს

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, ანალიტიკოსმა ნიკა შენგელია report.ge-თან ფასების მოსალოდნელი ზრდის შესახებ განაცხადა. მისი ინფორმაციით, მარცვლეული კულტურის ინდექსები ბირჟებზე 5 წლიან მაქსიმუმებისაკენ დაიძრა, აქამდე შედარებით დაბალ შუალედში მერყეობდა.

,,ხორბლის ფასი დეკემბრის ფიუჩერსებით აშშ-ს საფონო ბაზარზე 5-ლიან მაქსიმუმზეა, საფონდო ბირჟებზე კერძოდ მარცვლეულზე ფასები ზემოთ დაიძრა, ასვე ფასების ზრდა მოხდა დაიძრა სიმინდსა და სოიოს კულტურებზეც. (ჯერჯერობით მხოლოდ ბრინჯის ფასი დგას სტაბილურად.) იმ გარემოების გათვალისწინებით კი, რომ რამოდენიმე წლის წინ აშშ-ს ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ (ფსს) ინფლაციის გაანგარიშებიშების მეთოდოლოგიდან სურსათსა და საწვავზე ფასების მატება ამოიღო,  ინფლაციის მაჩვენებლის მატება ხდება გაცილებით დაბალი ტემპით, ვიდრე ეს არის სინამდვილეში. აგვისტოდან დღემდე აშშ-ში ფასები სურსათზე საშუალოდ 3,5% ით არის მომატებული. ხოლო ინფლაციის საშუალო სტატისტიკური მაჩვენებელი ამ ეტაპზე 2-% ის ფარგლებშია და ფსს ამ ნიშნულს იღებს ორიენტირად. ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც ფსს,  რომელიც აქტიურად ატარებს რბილ ფულად საკრედიტო პოლიტიკას და ამისათვის ძირითად ორიენტირად იყენებს ინფლაციის დაბალ მონაცემს, ძირითადად ყურადღებას ამახვილებს დასაქმებულთა რაოდენობის ცვლილების მაჩვენებელზე. დიდი ალბათობით, აგროსამრეწველო ინდუსტრიის პროდუქციაზე ფასების ზრდამ ჯაჭვურად ეკონომიკის სხვა სექტორებშიც, გარკვეული ძვრები შეიძლება გამოიწვიოს", - განმარტავს ანალიტიკოსი.

მისი თქმით, სიმინდსა და სოიოს კულტურებზე ფასების ზრდა პირდაპირ მოქმედებს ხორცის ფასის ზრდაზე, რომელიც უკვე გათვალისწინებულია ინფლაციის გათვლის მეთოდოლოგიაში.

,,დღევანდელი პროგნოზებით, უკრაინაში ხორბლისა და სიმინდის მოსავალის მაჩვენებლები,  რომლებიც ამ დღეებში უნდა გამოქვეყნდეს, იქნება იმაზე მეტი ცუდი ვიდრე იყო ნავარაუდევი. აღნიშნული ინფორმაცია კი მყისიერად გაზრდის აშშ-ს ბაზარზე მარცვლეულის ფასს და შესაბამისად ჯაჭვური რეაქციით ფასების ზრდა მოხდება მსოფლიოს სხვა ფინანსურ ბაზრებზეც, მათ შორის საქართველოში. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ სიმინდი ძირითადი ნედლეულია ეთანოლის მისაღებადაც ,რომელიც ასევე ირიბად მოქმედებს თეთრი ნავთოპროდუქტების ფასებზე, როგორიცაა ბენზინი, რომლის ფასის მატება კი თავისთავად ზეგავლებას ახდენს ნავთობის ფასზე, მიუხედავად იმისა თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ოპეკის ქვეყნები ნოემბერში. ამიტომ მაღალი ალბათობით, საშუალო 5-დან 12 თვის პერიოდში ნავთობის ფასების ვარდნას არ უნდა ველოდოთ. covid-19-ის პანდემიის ფონზე ცხადია, რომ ინფლაცია იქნება იმაზე მეტი ვიდრე ამას ელოდებიან ცენტრალური ბანკის მესვეურები. ამიტომ მათ მოუწევთ შეინარჩუნონ რბილი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა", - განმარტავს ანალიტიკოსი report.ge-თან. 

ნიკა შენგელიას შეფასებით,  საქართველოს შემთხვევაში, დიდი ყურადღება უნდა მიექცეს აგრო სამრეწველო დარგის განვითარებას და დროულად მოხდეს ამ კუთხით მნიშვნეოვანი ნაბიჯების გადადგმა. ასევე აუცილებელია რეგულატორმა ძირეულად გადახედოს ფულად-საკრედიტო პოლიტიკას და ჩააყენის იგი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ფერხულში. 

შენგელია ვარაუდობს, რომ ბაზრებზე ცვლილებები დაახლოებით 4- დან 12 თვემდე პერიოდში შევა მოქმედებაში და სავარაუდოდ მივიღებთ რეალობას, სადაც ოქროზე, საწვავსა და პროდუქტებზე ფასები იქნება მომატებული, რის ფონზე აშშ დოლარი, როგორც მთავარი მსოფლიო სარეზერვო ვალუტა, მოყვება ზეწოლის ქვეშ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system