
მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი კვლავ ვრცელდება, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელია, საერთაშორისო ფრენების აღდგენა ეკონომიკის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. ამის შესახებ გამოცემა The Washington Post წერს.
მოგზაურობისა და კომერციული საქმიანობის ნაწილობრივი აღდგენა ამ ზაფხულის ეკონომიკური აღორძინების განმაპირობებელი გახდა. გლობალური ეკონომიკა მძიმედ დაზარალდა პანდემიით, მაგრამ იგი ნელ-ნელა სტაბილიზდება.
2008-2009 წლების რეცესიისგან განსხვავებით, როდესაც განვითარებადმა ქვეყნებმა განაგრძეს ეკონომიკურ, ამჯერად შეერთებული შტატები, ჩინეთი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა ეკონომიკური ზრდის პოსტ-პანდემიურ ზღურბლზე იმყოფებიან, ხოლო მრავალი სხვა ქვეყანა რეცესიაში არიან ჩავარდნილი.
ეკონომიკური ნახტომი შეერთებულ შტატებში საკმაოდ ძლიერი იყო, 2021 წლის ეკონომიკის ზრდა 7 პროცენტად არის შეფასებული, რაც 25 წლის განმავლობაში ყველაზე სწრაფი ტემპია. ამავე დროს, ფინანსური ბაზრები ფსონებს აკეთებენ აშშ-ს ეკონომიკის გაფართოებაზე.
ბოლო პერიოდში გლობალური პოლიტიკა კიდევ უფრო არასტაბილურია, ვიდრე ეკონომიკა. შეერთებული შტატები ფინანსურად ვითარდება, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის პოლიტიკურად სტაბილური. ევროპა კარგავს თავის ლიდერს, გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს.