თავში

გლობალური ინვესტორების ინტერესი ჩინეთის მიმართ კვლავ ძლიერი რჩება

გლობალური ინვესტორების ინტერესი ჩინეთის მიმართ კვლავ ძლიერი რჩება
გლობალური ინვესტორების ინტერესი ჩინეთის მიმართ კვლავ ძლიერი რჩება

ჩინეთის ობლიგაციების ბაზარი, რომლის ღირებულება 15 აშშ ტრილიონ დოლარზე მეტია და სიდიდით მეორე ობლიგაციების ბაზარია მსოფლიოში, ნოემბერში ინვესტორების მხრიდან კრიტიკის საგანი აღმოჩნდა. 

ამის შესახებ აღიშნულია galt&taggart-ის გლობალური ბაზრების მიმოხილვაში. 

ორგანიზაციის ანალიტიკოსების განმარტებით, მას შემდეგ რაც, ერთ-ერთმა უმსხვილესმა სახელმწიფო კომპანიამ გამოაცხადა დეფოლტი, სახელმწიფო კომპანიების მიმართ ინვესტორების ნდობა შემცირდა (შესაბამისად გაიზარდა საპროცენტო ხარჯებიც). აღნიშნულს, საკმაოდ მკაცრი განცხადება მოჰყვა ჩინეთის სახელმწიფოს მხრიდან, რათა მომავალში თავიდან აირიდონ ინვესტორების შეცდომაში შეყვანა. 

"მიუხედავად დეფოლტების სერიისა, გლობალური ინვესტორების ინტერესი ჩინეთის მიმართ კვლავ ძლიერი რჩება. ჩინეთის უახლესმა განთავსებამ, რომელიც პირველი უარყოფითი უკუგების მქონე ობლიგაციაა, ინვესტორების მხრიდან საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია. 4 მილიარდი ევროს ღირებულების სახელმწიფო ობლიგაციებზე ინტერესმა 18 მილიარდ ევროს მიაღწია. ინვესტორების ინტერესი ჩინეთის კაპიტალის ბაზრებზეც აისახა - Shanghai Composite–მა ნოემბერში 5.2%-იანი ზრდა აჩვენა," - აღნიშნულია მიმოხილვაში. 

რაც შეეხება იაპონურ ინექსებს, იაპონიურმა აქციებმა ზრდა ნოემბრის მეორე ნახევარშიც გააგრძელეს.  galt&taggart-ის მიხედვით, იაპონიის Nikkei 225 ინდექსი ნოემბერში 12.9%-ით გაიზარდა, რაც 1991 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. აღნიშნული ზრდა, გლობალური „როტაციის“ შედეგია, როდესაც ინვესტორები ტექნოლოგიური კომპანიებიდან უფრო ფუნდამენტურ კომპანიებში გადადიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system