თავში

გლობალური პოტენციალის მქონე სტარტაპების განვითარებაში 8.1 მილიონი ლარი დაიხარჯება

გლობალური პოტენციალის მქონე სტარტაპების განვითარებაში 8.1 მილიონი ლარი დაიხარჯება
გლობალური პოტენციალის მქონე სტარტაპების განვითარებაში 8.1 მილიონი ლარი დაიხარჯება

„2014-2019 წლების ბიუჯეტის გადანაწილება და ათვისება, 2020 წლის გეგმები, რა მიზნობრიობით იხარჯება GITA-ს ბიუჯეტი და რა საკანონმდებლო ინიციატივები შეიქმნა ამ პერიოდში, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამების მიმოხილვა, რეგიონების აქტიური ჩართვა სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების პროცესში და ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის მნიშვნელობა", - ეს ის თემებია, რაზეც ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ ტექნოპარკში გამართული პრეზენტაციის დროს ისაუბრა. ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ასევე საქართველოს ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები და სტარტაპები ესწრებოდნენ.

როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, 2020 წელს სააგენტოს საგრანტო პროგრამის ფარგლებში 100 000 ლარით დაფინანსდება 40 მაღალტექნოლოგიური და გლობალური პოტენციალის მქონე სტარტაპი, ხოლო 650 000 ლარიანი საგრანტო პროგრამით - 12 სტარტაპამდე. ჯამურად სტარტაპების განვითარებაში 8.1 მილიონი ლარი დაიხარჯება.

გარდა ამისა, ბათუმში, კასპსა და გურჯაანში გაიხსნება დამატებით ტექნოპარკები, რომლებიც ახალგაზრდა თაობას საშუალებას მისცემს განავითარონ სამეწარმეო უნარები და ჩაერთონ სააგენტოს მიერ განხორციელებულ პროგრამებში.

2020 – 2022 წლებში გადამზადდება 3000 IT სპეციალისტი ისეთ მაღალანაზღაურებად პროფესიებში, როგორიცაა პროგრამირება, კიბერუსაფრთხოება, „მობაილ დეველოპმენტი“ და სხვა.

2019 წელს, ინოვაციური ბანაკების ფარგლებში გადამზადდა სკოლის 100 მოსწავლე და 30 სტუდენტი, ხოლო 2020 წელს გადამზადდება დამატებით 300 მოსწავლე/სტუდენტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system