თავში

Google ანგარიშზე შესვლის წესებს ცვლის

Google ანგარიშზე შესვლის წესებს ცვლის
Google ანგარიშზე შესვლის წესებს ცვლის

9 ნოემბრიდან Google მომხმარებლის ანგარიშებში შესვლის წესებს ავტომატურად შეცვლის. ამის შესახებ გამოცემა Gizmochina წერს.

მიმდინარე წლის მაისში Google-მა გამოაცხადა, რომ ამ წლის ბოლომდე ყველა მომხმარებლისთვის შემოიღებდა ორეტაპიანი შესვლის სისტემას (ორფაქტორიანი ავტორიზაცია).

9 ნოემბრიდან მიმდინარე წლის ბოლომდე Google გეგმავს ახალ პროცედურაზე 150 მილიონი მომხმარებლის გადაყვანას.

მომხმარებლები ანგარიშებზე შესვლისას დამატებით ერთჯერად კოდებს მიიღებენ.

კომპანია ამტკიცებს, რომ დამატებითი გადამოწმება გაზრდის ანგარიშებისა და მომხმარებლების პირადი მონაცემების უსაფრთხოების დონეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system