თავში

Google ჰაერის ხარისხს გაზომავს - PHOTO

Google ჰაერის ხარისხს გაზომავს - PHOTO
Google ჰაერის ხარისხს გაზომავს - PHOTO

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) 2012 წლის მონაცემებით, საქართველო ჩრდილოეთ კორეის შემდეგ, მეორე ადგილზეა მსოფლიოში 100 000 მოსახლეზე ჰაერის დაბინძურების გამო გამოწვეული სიკვდილიანობის დონის მიხედვით. ამ მონაცემების გამოქვეყნებას, მწვავე რეაქციები მოჰყვა საზოგადოებისგან და  შესაბამისი ორგანიზაციების მხრიდან. ამიერიდან საერთაშორისო ორგანიზაციების, ან გარემოს დაცვის სააგენტოს ჩარევა არ იქნება საჭირო გაარკვიოთ რას სუნთქავთ. Google-ის სერვისი სახელწოდებით - The Environmental Insights Explorer (EIE) ქალაქებში გარემოს დაბინძურების მაჩვენებელს ითვლის. კომპანიის სერვისი საქართველოში არ არის მისაწვდომი და პირველ ეტაპზე ის შეერთებულ შტატებში  და ევროპიდ ტსმფრნიმრ ქვეყანაში ამოქმედდა. Google Maps-ის მეშვეობით, სისტემა ქალაქში ტრანსპორტის და შენობების რაოდენობის მონაცემებს ამუშავებს და მომხმარებელს გარემოზე მავნე ზემოქმედების მაჩვენებელს სთავაზობს. იმისათვის, რომ სისტემამ ზუსტი მონაცემები მიიღოს და გამართულად იმუშაოს, ქალაქების ადგილობრივმა თვითმმართველობებმა კომპანია Google-თან უნდა ითანამშრომლონ. სერვისი ამ ეტაპზე ოფიციალურად გააქტიურდება რამდენიმე ქალაქში, მათ შორის არის: მანჩესტერი, დუბლინი, ბირმინგემი და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ეკომეგობრული ქალაქი - კოპენჰაგენი. ამ სიას ეტაპობრივად სხვა ქალაქებიც შეემატება. კომპანიის მიზანია, ადგილობრივი თვითმმართველობები თავად ჩაერთონ სისტემაში ონლაინ აპლიკაციის მეშვეობით.  The Environmental Insights Explorer (EIE) მომხარებელს მონაცემებს ძირითადად რამდენიმე მიმართულებით სთავაზობს : 1. მშენებლობებისა და შენობების მავნე ზემოქმედება; 2.ტრანსპორტის მავნე ზემოქმედება; 3. რადიაცია; 4. დაბინძურების საერთო დონე. აღსანიშნავია, რომ პროექტში ჩართულმა ქალაქებმა სისტემის მუშაობა, ამ ეტაპზე, დადებითად შეაფასეს. როგორც ქალაქის ოფიციალური წარმომადგენლები აღნიშნავენ, ეს არის ეფექტური საშუალება, რომ მოქალაქეებმა და გადაწყვეტილების მიმღებმა ინსტიტუციებმა ქალაქში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ცოცხალ რეჟიმში შეამოწმონ, აკონტროლონ და შესაბამისი ნაბიჯები განახორციელონ. გუგლი აცხადებს რომ მისი ახალი სერვისი ეტაპობრივად დაფარავს სხვა ქვეყნებსაც. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system