თავში

Google Map-ს ახალი ფუნქცია დაემატა

Google Map-ს ახალი ფუნქცია დაემატა
Google Map-ს ახალი ფუნქცია დაემატა

Google Map-ს განახლებული ფუნქცია აქვს. აპლიკაცია ტყის ხანძრების შესახებ ინფორმაციას აჩვენებს. ამის შესახებ გამოცემა CNN წერს.

გამოცემის ცნობით, ეს სიახლე Google-ში სულ ცოტა ხნის წინ დააანონსეს. ახალი ფუნქცია მოქალაქეებმა აპლიკაციაში  უნდა გაააქტიურონ და  ხანძრების შესახებ ინფორმაციას დაუყოვნებლივ მიიღებენ. ეს სიახლე კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ტყის ხანძრების პერიოდში იქნება, როცა, როგორც წესი, სხვადასხვა ქვეყანაში ხანძარი ერთდროულად რამდენიმე ადგილას ჩნდება.

გარდა ამისა, აპლიკაცია ხანძრის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის საგანგებო სიგნალსაც ჩართავს, რათა მათ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აცნობოს.

ახალი ფუნქცია თავდაპირველად აშშ-ის მასშტაბით იქნება ხელმისაწვდომი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system