თავში

Google-ს ახალი სისტემა ზღაპრებს მშობლის ხმაზე მოუყვება პატარებს - VIDEO

Google-ს ახალი სისტემა ზღაპრებს მშობლის ხმაზე მოუყვება პატარებს
Google-ს ახალი სისტემა ზღაპრებს მშობლის ხმაზე მოუყვება პატარებს - VIDEO

ცოტა ხნის წინ, ტექნოლოგიურმა გიგანტმა Google-მა  თავის ხმოვან ასისტენტთან ჩაშენებული, ახალი აპლიკაცია წარმოადგინა, მისი დახმარებით მშობლებს შეუძლიათ, საკუთარი ბავშვისთვის, ზღაპრების კითხვის სიმულაცია მოახერხონ და რჩეული ჯადოსნური ამბები წაუკითხონ მაშინაც კი, როდესაც შინ არ არიან, ან არ სცალიათ ამისთვის.  უფრო კონკრეტულად კი, ტექნოლოგიური გიგანტის ახალი სისტემა My Storytime ბავშვებს ზღაპრებს მოუყვება მშობლების ხმით. Google საკუთარ ქმნილებას განიხილავს როგორც საშუალებას, რომელიც ოჯახებს დაეხმარება, შეინარჩუნონ მყარი კავშირი. კომპანიაში აცხადებენ რომ, მეზღაპრე ასისტენტის შექმნა მათ, დასაქმებული მშობლების პრობლემებმა შთააგონა. ფაქტია, რომ დღეს ადამიანების დიდ ნაწილს სამსახურის გამო,  უწევთ სახლიდან შორს ყოფნა, მცირეწლოვან შვილებს კი, რთულია აუხსნა, რატომ არ შეგიძლიათ წაუკითხოთ საყვარელი ზღაპარი. პროგრამა My Storytime მომხმარებლისთვის უკვე კარგად ნაცნობი Google-ის სახლის ხმოვანი დამხმარით იმართება. ოფიციალური პრეზენტაციის შემდეგ, კომპანიამ ახალი სისტემის საიმიჯო ვიდეო გამოაქვეყნა. ჩანაწერი, რომელსაც მშობელი ახალი პროგრამით ახორციელებს, ღრუბლურ სერვერზე ინახება და ხელმისაწვდომია ყოველთვის, როდესაც ბავშვი გადაწყვეტს, რომ დროა, მშობელმა ზღაპარი წაუკითხოს.

 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system