თავში

Google-ს რეკლამის მონოპოლიზებაში ადანაშაულებენ

​Google-ს რეკლამის მონოპოლიზებაში ადანაშაულებენ
Google-ს რეკლამის მონოპოლიზებაში ადანაშაულებენ

Google-ს ონლაინ სარეკლამო ბაზრის მონოპოლიზებაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal წერს.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის რამდენიმე შტატის გენერალურმა პროკურორმა Google-ის წინააღმდეგ სარჩელი უკვე შეიტანა.

მოსარჩელეების თქმით, თავისი სტრატეგიიდან და საბაზრო პოზიციიდან გამომდინარე, Google იღებს სარეკლამო შეკვეთების 80%-ს. 2018 წელს Google შეერთებული შტატების ონლაინ სარეკლამო ბაზრის 75%-ს ფლობდა. სარჩელში ნახსენებია პროგრამები, სახელწოდებით Bell, Elmo და Poirot, რომლებიც დაეხმარნენ Google-ს გაყიდვები 1 მილიარდ დოლარზე მეტით გაეზარდა.

ამასთან, კომპანიის საკომისიო 2-4-ჯერ აჭარბებს კონკურენტების საკომისიოს.

თავის მხრივ, IT გიგანტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მოსარჩელეები იყენებდნენ არაზუსტ ინფორმაციას და Google-ის სარეკლამო საფასური ინდუსტრიის საშუალოზე დაბალია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system