თავში

გორის მუნიციპალიტეტში საირიგაციო სისტემის განახლება მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტში საირიგაციო სისტემის განახლება მიმდინარეობს
გორის მუნიციპალიტეტში საირიგაციო სისტემის განახლება მიმდინარეობს

ქართლის რეგიონში სალთვისის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის განხორციელების პროცესს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი დავით წითლიძე გაეცნო. 

კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,სამუშაოების დასრულების შემდეგ რეგიონში 2 000 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი სტაბილურად მოირწყვება. აღდგენილი სისტემით 7 სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს. 

"გორის მუნიციპალიტეტში აღდგენითი სამუშაოები უტარდება სალთვისის მაგისტრალურ და წყალგამანაწილებელ არხებს საერთო სიგრძით 30 კილომეტრი. პროქტი ასევე მოიცავს რკინაბეტონის ღარებისა და სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობების მოწყობას“, - განაცხადა მან.

პროექტი 2022 წელს დასრულდება. მისი ჯამური ღირებულაბა 4 მილიონ ლარამდეა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system