
შპს „საქართველოს მელიორაცია“ რეგიონებში სარეაბილიტაციო-ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქტიურად ახორციელებს. ამჯერად გორის მუნიციპალიტეტში ტირიფონის სარწყავ სისტემაზე სამელიორაციო სამუშაოები დასრულდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, კირბალი-ბერშუეთის მონაკვეთზე ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან მაგისტრალური არხი გაიწმინდა.
განხორციელებული სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს, რაც მუნიციპალიტეტში 800 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს.
აღდგენილი საირიგაციო არხით კირბალის, ზერტის, ბერშუეთის, სობისისა და ხურვალეთის მოსახლეობა ისარგებლებს. აღნიშნული სამუშაოები, ასევე, ნადარბაზევის წყალსაცავისთვის უზრუნველყოფს წყლის მიწოდებას.
ბელა გელაშვილი
ავტორი