თავში

გორში ახალი სამაცივრე მეურნეობა ამოქმედდა

​გორში ახალი სამაცივრე მეურნეობა ამოქმედდა
გორში ახალი სამაცივრე მეურნეობა ამოქმედდა

ქალაქ გორში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობა გაიხსნა. აქ წელიწადში საშუალოდ 1500 ტონამდე ხილ-ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი. საწარმოში, მუდმივად, 30 ადგილობრივია დასაქმებული.

მეურნეობის ასაშენებლად, 2.5 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 750,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო, ხოლო 600,000 ლარი სახელმწიფო გრანტია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა სამაცივრე მეურნეობა დაათვალიერა და იქ მიმდინარე საწარმოო პროცესს გაეცნო. მისი თქმით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, შიდა ქართლის რეგიონში 26 ახალი საწარმო გაიხსნა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system