თავში

გორში საკალმახე მეურნეობა გაფართოვდა

გორში საკალმახე მეურნეობა გაფართოვდა
გორში საკალმახე მეურნეობა გაფართოვდა

„საქართველოს ბანკის" 187 ათასი ლარის ფინანსური მხარდაჭერით, გორის სოფელ ბერბუკში, საკალმახე მეურნეობა გაფართოვდა.

მეურნეობა 2011 წლიდან ოპერირებს, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით კი, მას სალიფსიტე და სამაცივრე მეურნეობები შეემატა.

საკალმახე წარმოებული ლიფსიტის ნაწილს ზრდის საკუთარ მეურნეობაში, ხოლო ნაწილს რეალიზაციას უკეთებს სხვა საკალმახეებში. მეწარმე ასევე ახდენს თევზის წარმოებას და მას ყიდის სავაჭრო ქსელურ მარკეტებში. 

უახლოეს მომავალში იგეგმება კიდევ ერთი საკალმახის გაკეთება, საიდანაც მომხმარებელი შეძლებს კალმახის, ზუთხისა და კალმახის ხიზილალის შეძენას. 

პროექტის ფარგლებში მეწარმემ ხილის შესანახი სამაცივრე მეურნეობაც მოაწყო, რომელთა ტევადობა 60 ტონაზეა გათვლილი. 

დღესდღეობით ბიზნესში 5 ადამიანია დასაქმებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system