თავში

გოცირიძე: ბიუჯეტის ხარჯვის არასწორი პოლიტიკა ლარს ანადგურებს

გოცირიძე: ბიუჯეტის ხარჯვის არასწორი პოლიტიკა ლარს ანადგურებს
გოცირიძე: ბიუჯეტის ხარჯვის არასწორი პოლიტიკა ლარს ანადგურებს

მიმდინარე წლის ბიუჯეტი 16 მილიარდი ლარია. ამ დროისათვის დახარჯულია 11 მილიარდი. წლის ბოლომდე დასახარჯი კიდევ ბევრია. ეს კიდევ უფრო დაამძიმებს ლარის მდგომარეობას.

ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ხარჯვა კი არაა პრობლემა, ხარჯვის წყაროა პრობლემა, როცა ხარჯვის წყარო ვალია. 

"უცხოური სესხები ილექება ეროვნული ბანკის რეზერვებში, მის მიერ მთავრობისთვის მიცემული ლარი გადის მიმოქცევაში( დეფიციტური ხარჯვა). ეროვნული ბანკი ვალდებულია ინტერვენციები განახორციელოს. ეს რეზერვების შემცირება კი არ არის, როგორც უყვართ წუწუნი ხოლმე, არამედ ”მუქთად ნაშოვნი” ვალუტის მიმოქცევაში უკან ჩაბრუნებაა. სწორი ტაქტიკის პირობებში კურსის მართვა ადვილად იყო შესაძლებელი. ახლა, უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნას აჟიოტაჟური მოლოდინებიც დაემატა, ამიტომ გაჩნდა საფრთხე რეზერვების იმაზე მეტად შემცირების, რაც შეიძლება სწორი ქმედებების შემთხვევაში ყოფილიყო, - ამბობს გოცირიძე.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკი უშვებს შეცდომებს, ხოლომთავრობა არ ეხმარება ეროვნულ ბანკს- არ ამცირებს ბიუჯეტის ხარჯებს. ამის გარეშე, გიცირიძის მტკიცებით, ლარის დასტაბილურება შეუძლებელია.

"ეროვნულმა ბანკმა წლის დასაწყისიდან გაყიდა 450 მილიონი დოლარი. ეს იმაზე ნაკლებია, ვიდრე მთავრობამ დეფიციტური არხებით გაუშვა ლარი მიმოქცევაში. რადგან პროცესი გრძელდება, ეროვნულ ბანკს მოუწევს ერთი ამდენის გაყიდვა უახლოეს რამდენიმე თვეში. მერე ლარს ჯანსაღი ბიუჯეტი და სწორი ეკონომიკური პოლიტიკა თუ იხსნის," - წერს რომან გოცირიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system