თავში

გოცირიძე: ბიუჯეტში ფუფუნების არც ერთი ხარჯი არ არის შემცირებული

გოცირიძე: ბიუჯეტში ფუფუნების არც ერთი ხარჯი არ არის შემცირებული
გოცირიძე: ბიუჯეტში ფუფუნების არც ერთი ხარჯი არ არის შემცირებული

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დღეს პრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ კიდევ ერთხელ შეაფასა. მისი განმარტებით, ბიუჯეტში დატოვებულია ისეთი ხარჯები, რომელიც ხელისუფლების ბიუროკრატიულ და პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება.

„25 მილიონი არის გამოყოფილი მსუბუქი ავტომობილების შესაძენად, იმდენად უნამუსოდ იქცევიან. რისი 20 ლარით პენსიის ზრდა, დიდი ხანია ინფლაციამ შეჭამა ეს 20 ლარი. რაც შეეხება ბიუჯეტს, ეს არის ნახევარფაბრიკატი, ჯანდაცვის ხარჯები არ არის სწორად დაგეგმილი, თითქოს მეორე ტალღა არც არსებობდეს და ქვეყანაში კატასტროფული სცენარით არ მიდიოდეს საქმე. პანდემიის ხარჯებიც კი არ არის ჩადებული. ბიუჯეტის ერთმა ფურცელმა ამხილა მეორე ფურცელი - ერთზე წერია ინფლაცია 3 პროცენტი, მეორე ფურცელზე წერია ლარის კურსი 3.3. აბსოლუტურად სხვა ღირებულება ექნება მასწავლებლის ხელფასსაც, პენსიასაც და ნებისმიერ შემოსავალს, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები იღებენ ბიუჯეტიდან იმ შემთხვევაშიც, ეს კურსიც რომ იყოს შენარჩუნებული, რაც საეჭვოა ამ ხელისუფლების პირობებში და ლარი ჩამოინგრევა,"- განაცხადა გოცირიძემ.

გოცირიძის პოზიციას იზიარებს ვროპული საქართველოს წევრი, ირაკლი აბესაძეც. მისი თქმით, 2 მილიარდი ლარი შეიძლება გამოთავისუფლდეს იმ ბიუროკრატიული ფუფუნებისთვის განკუთვნილი ხარჯებიდან, რომელიც თავისთვის აქვს ჩაწერილი ბიუჯეტში მთავრობას.

პირველი ვიცე-პრემიერი ოპოზიციების ბრალდებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ "ოცნების" ხელისუფლების შედგენილ ყველა ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯების წილი მუდმივად კლებადია. მაია ცქიიშვილი ოპონენტების ბრალდებებს უპირისპირებს საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციების გაუმჯობესებას.

"საქართველო ზედიზედ მესამედ იკავებს ევროპაში ადგილს პირველ ოცეულში, კორუფციასთან ბრძოლის ეფექტიანობის თვალსაზრისით, ამას მოწმობს ცოტა ხნის წინ მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული მთავრობების ეფექტიანობის რეიტინგი,“- დასძენს მაია ცქიტიშვილი ოპონენტების პასუხად.

ცნობისათვის, გაისად მთავრობა 17.07 მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს, რაც 2020 წელთან შედარებით 1.1 მილიარდი ლარით მეტია. მომავალი წლის გაზრდილ ხარჯს მთავრობა 2020 წელს აღებული საგარეო ვალით აბალანსებს.მთავრობის მიერ წარდგენილი ბიუჯეტი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დამტკიცდება.

ოპოზიცია 2021 წლის ბიუჯეტს იწუნებს. ქვეყნის მთავარ ფიანანსურ დოკუმენტს აკრიტიკებენ საექსპერტო წრეშიც. კრიტიკულად განწყობილი სპეციალისტები ფიქრობენ, რომ საბიუჯეტო რესურსი რეალურად ვერ ხმარდება წარმოების ზრდასა და განათლების სფეროს მხარდაჭერას, რაც ბიუჯეტისთვის პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს.

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობა მომავალ წელს ბიზნესს ზედმეტად გადახდილი დღგ-ის გადასახადებით სახით, მილიარდ ლარზე მეტს დაუბრუნებს.

2021 წლის ბიუჯეტი 5%-იანი ეკონომიკური ზრდის პირობებში არის დაგეგმილი.

მიმავალი წლის ეკონომიკური პარამეტრები იხილეთ აქ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system