თავში

გრძელვადიან ეკონომიკურ გეგმასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ

გრძელვადიან ეკონომიკურ გეგმასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ
გრძელვადიან ეკონომიკურ გეგმასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ

მთავრობის მიერ დაანონსებული გრძელვადიანი გეგმის მიმართ ეკონომიკის ექსპერტს, ნიკა შენგელიას, კითხვები აქვს და ამ კითხვებით report.ge-ს საშუალებით მთავრობას მიმართავს:

1. კომისია იმ ძველი გამპრავებელი ექსპერტებით იქნება დაკომპლექებული თუ ვინმე ახლის მიწვევას აპირებთ?

2. "მაღალი" დონის ექსპერტებში რა იგულისხმება, წინამორბედს რომ უცხოელი ექსპერტები ყავდა, ისინი, თუ იმათზე უფრო "მაღლები" იქნებიან?

3. ამ ათწლიან გეგმაში იმედია, უკვე წინასწარ იცით, კორონვირუსის მოქმედების პერიოდის დასასრული და სხვა ეპიდემიის ან გარე შოკების შესახებაც ინფორმაცია, რადგანაც 10-წლიანი გეგმა, როგორც წესი, ისე უნდა იყოს გაწერილი, რომ უნდა გადაუხვიოთ შემდეგ მისი შესრულების თანამიმდევრობას.

4. ან და უკვე გათვილი გაქვთ, რა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენებს ქართულ ეკონომიკას მსოფლიო წამყანი ეკონომიკის ქვეყნების ელექტრონულ ფულზე გადასვლა?

5. ან იქნებ ისიც გათვალისწინებული გაქთ, რომ მალე მსოფლიოს სავალუტო რეგიონებად მოუწევს დაყოფა და ბევრი ქვეყნის ვალუტა საერთოდ გაქრება?

"ყველაფერი თუ ეს, როგორც მოსალოდნელი გარე შოკი გათვილი და გათვალისწინებულია, მართლა გულწრფელად მაინტერესებს, ახალი კომპეტენტური კომისიის შემადგენლობა," - ამბობს ექსპერტი და თავისსავე ნათქვამში ეჭვი ეპარება. შენგელია დარწმუნებულია, რომ ზემოთჩამოთვლილი რისკები გეგმაში გათვალისწინებული საერთოდ არ იქნება.

მთავრობა ეკონომიკის განვითარების ერთგვარ გზამკვლევს ქმნის. საუბარია ეკონომიკური განვითარების გეგმაზე მომუშავე სპეციალური კომისიის შექმნაზე, რომელიც 3 თვის განმავლობაში იმუშავებს ეკონომიკური განვითარების გეგმაზე და პირველ დოკუმენტს მაისის ბოლოს წარმოადგენს. როგორც პრემიერ-მინისტრმა განმარტა, კომისიის მუშაობაში ჩართული იქნება და მონაწილეობას მიიღებს ყველა მხარე, მათ შორის კერძო სექტორის წარმომადგენლები და მაღალი დონის ექსპერტები. ეკონომიკის სექტორული განვითარებისა და აღდგენის პროცესში პარლამენტიც ჩაერთვება.

სპეციალისტები დარწმუნებულნი არიან, რომ მთავრობა გააცოცხლებს ეკონომიკური განვითარების გეგმას, რომელიც ჯერ კიდევ ირაკლი ღარიბაშვილის პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს შემუშავდა. ესაა ,,სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია 2020." მათივე მტკიცებით, ეპიდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მთავრობას წლობით გადადებულ გეგმაში გარკვეული კორექტირების შეტანა მოუწევს, რომელსაც ახალ სიცოცხლეს შესძენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system