თავში

გუდაურის ოთხი საბაგირო დროებით მუშაობას განაახლებს

გუდაურის ოთხი საბაგირო დროებით მუშაობას განაახლებს
გუდაურის ოთხი საბაგირო დროებით მუშაობას განაახლებს

მთის კურორტების მართვის კომპანიის ინფორმაციით, ოთხი საბაგირო, გუდაურა, ფირნი, კობი და თრუსო, დროებით, მხოლოდ მგზავრთა გადაყვანის მიზნით ჩაირთვება. მათივე განმარტებით, საბაგიროებით მოსარგებლეები გაკონტროლდებიან და მოთხილამურეები არ დაიშვებიან.

მთის კურორტების მართვის კომპანიის განმარტებით, საბაგიროები იმუშავებს ყოველდღიურ რეჟიმში, 12:00-დან 15:00 საათამდე, საგზაო მოძრაობის აღდგენამდე, ხოლო დღეს ეს რეჟიმში 16:00 საათამდე გახანგრძლივდება.

შეგახსენებთ, უამინდობის გამო, გუდაური-კობის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system