თავში

გუდაურსა და ბაკურიანში სოციალური დისტანციის დასაცავად დერეფნებს აწყობენ

გუდაურსა და ბაკურიანში სოციალური დისტანციის დას
გუდაურსა და ბაკურიანში სოციალური დისტანციის დასაცავად დერეფნებს აწყობენ

შრომის ინსპექტორთა ჯგუფები, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები სასრიალო კურორტებზე სოციალური დისტანციის დაცვის მიზნით მუშაობას განაგრძობენ. 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დამსვენებელთა შორის სოციალური დისტანციის, ნაკადების კონტროლის დაცვისა და ერთ სივრცეში მაღალი კონცენტრაციის პრევენციის მიზნით, ბადეების საშუალებით მიმდინარეობს სპეციალური დერეფნების მოწყობა.

"9-13 მარტის პერიოდში შრომის ინსპექციამ გუდაურსა და ბაკურიანში სულ 186 ობიექტი შეამოწმა. პრევენციული მიზნებიდან გამომდინარე, მათგან 146-ზე გაიცა ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება, 18 პროტოკოლის დაცვაზე კითხვარის საშუალებით შემოწმდა. 22 ობიექტის გადამოწმებისას კი დადგინდა, რომ წესების დაცვით ოპერირებდნენ", - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

უწყება ობიექტების ხელმძღვანელებსა და დამსვენებლებს მოუწოდებს დაიცვან არსებული რეკომენდაციები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system