თავში

გუდაურში, ბაკურიანსა და სვანეთში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს გაიხსნება

გუდაურში, ბაკურიანსა და სვანეთში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს გაიხსნება
გუდაურში, ბაკურიანსა და სვანეთში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს გაიხსნება

გუდაურში, ბაკურიანსა და სვანეთში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს, უსაფრთხოების ზომების დაცვით გაიხსნება. 

საქართველოს მთის კურორტებზე, ვიზიტორებში COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთის კურორტების განვითარების კომპანიამ შესაბამისი რეგულაციები შეიმუშავა. საბაგიროების დღის ბოლოს სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდება გონდოლაში (დახურული საბაგირო) 4 ადამიანი ჭადრაკისებური პრინციპით იქნება დაშვებული და მხოლოდ პირბადით. რაც შეეხება ღია სავარძლის ტიპის საბაგიროებს - 6 ადგილიან საბაგიროზე დაიშვება 3 ადამიანი , 4 ადგილიანზე კი 2 ადამიანი, ოჯახის შემთხვევაში პლიუს ბავშვი. მომხმარებლები ვალდებულები იქნებიან დაიცვან 2 მეტრიანი დისტანცია, სალაროსთან ანგარიშსწორების შემდეგ ხელები სადეზინფექციო ხსნარით, დაიმუშავონ, საბაგიროში შესვლამდე კი თერმო სქრინინგი გაიარონ.

ზაფხულის სეზონის განმავლობაში ბაკურიანში (დიდველზე) ყველა საბაგირო ყოველდღიურ რეჟიმში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე იმუშავებს. გუდაურში ჩასულ დამსვენებლებს კი მოემსახურება „გუდაურა“ (გონდოლა) და კობი-გუდაურის საბაგიროები 11:00 – 17:00 საათამდე. სვანეთში მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი და ზურულდის საბაგიროები 10:00 – 16:30 საათამდე იფუნქციონირებს.

საქართველო ცდილობს ზამთრის კურორტები ოთხსეზონიანი გახდეს. ამისთვის, ბაკურიანში 6000 მეტრიანი საერთაშორისო დონის ველობილიკია მოწყობილი. ველობილიკი ფუნქციონირებს გუდაურშიც, რომლის სიგრძე 5000 მეტრია. ბილიკები როგორც პროფესიონალი ისე მოყვარული ველომრბოლელებისთვისაა გათვლილი. ბაკურიანში ჩასულ დამსვენებლისთვის ამიერკავკასიაში პირველი სამთო-სათხილამურო კურორტების დამატებითი ატრაქციონი „ტობოგანი“ – ე.წ. მთის ციგაც იმუშავებს.

ზამთრის საკურორტო სეზონზე ბაკურიანის სასმელი წყლის დებიტის გაზრდისა და დაბის შეუფერხებლად წყალმომარაგებისთვის, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, შესაბამისი სამუშაოების შესასრულებლად, ორი ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ამ ახალი ტექნიკური გადაწყვეტიულებების განხორციელება რამდენიმე თვეში მოუწევს.

წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, სამცხე–ჯავახეთის რეგიონში, ამ დროისთვის, წყალმომარაგება–წყალარინების 5 მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს: აბასთუმნის წყალარინებისა და წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა (II ეტაპი) და არაზინდოს დასახლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია. ასევე, კურორტ აბასთუმნის წყალარინების გამწმენდი ნაგებობების პროექტირება-მშენებლობა. ქალაქ ვალესა და დაბა ადიგენის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია. პროექტების ჯამური ღირებულება – 23,018,818 ლარია.

შეგახსენებთ, 10 სამგზავრო ავტობუსის შესყიდვა ბაკურიანისთვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 1 მილიონი ევროა. ფონდს დაგეგმილი აქვს ბაკურიანისთვის თოვლის საწმენდი, სათხილამურო ტრასების მოსაწესრიგებელი, მყარი ნარჩენების მართვის და საცობების პრევენცია-განეიტრალებისთვის საჭირო ტექნიკის შეძენაც.

ცნობისთვის 2019-2020 წელს ბაკურიანი-გუდაურისთვის ზამთრის სეზონი არც ისე წარმატებყული იყო. სეზონი ჯერ უწყლოობის გამო შექმნილმა პრობლემებმა შეაფერხა, შემდეგ კი კორონავირუსმა.

შიდა ტურიზმის პოპულარიზაციისათვის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტი „აღმოაჩინე ის რაც შენია “ გრძელდება. შიდატურიზმი ქვეყანაში 15 ივნისიდან არის გახსნილი, ხოლო საერთაშორისო ვიზიტორებს საქართველო 1 აგვისტოდან ელოდება. 

იხილეთ სასტუმროეის სია, რომლებმაც გაიარეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შემოწმება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system