თავში

გუდაურში ფასდაკლების კვირეული იწყება

გუდაურში ფასდაკლების კვირეული იწყება
გუდაურში ფასდაკლების კვირეული იწყება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინიციატივით, ტურისტული ადგილებისა და ტურისტული პროდუქტების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, 2020 წლის 22 იანვრიდან 5 თებერვლის ჩათვლით, გუდაურში ფასდაკლების კვირეული „Discount Week“ იწყება.

როგორც report.ge-ს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, ფასდაკლების კვირეული მიზნად ისახავს რეგიონის პოპულარიზაციასა და შიდა ტურიზმის წახალისებას, ასევე, პროექტი ხელს შეუწყობს ტურისტულ ობიექტებს ვიზიტორების მოზიდვას.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია დაბა გუდაურში მდებარე მდებარე სასტუმროებს რომლებსაც გააჩნიათ 10 ან მეტი ოთახი, და რომლებიც გამოხატავენ ინტერესს შესთავაზონ ვიზიტორებს ფასდაკლება 2020 წლის 22 იანვრიდან 2020 წლის 5 თებერვლის ჩათვლით პერიოდისთვის, მათ მიერ შემდეგი კოდის წარდგენის შემთხვევაში: GUDAURI2020.

როგორც report.ge-ს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაში განუმარტეს, ამ პროექტით სტუმარს უნდა შეეძლოს მიმდინარე სეზონზე საერთაშორისო რეზერვაციების პორტალებზე გამოცხადებული ფასიდან 20% ან/და მეტი ფასდაკლებით სარგებლობა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system