თავში

გუდაურში წყლის დამატებით მარაგს მოიპოვებენ

გუდაურში წყლის დამატებით მარაგს მოიპოვებენ
გუდაურში წყლის დამატებით მარაგს მოიპოვებენ

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლები გუდაურში წყლის დამატებითი მარაგის მოპოვების სამუშაოებს ასრულებენ. როგორც report.ge-ს კომპანიიდან აცნობეს, ამ დროისთვის მიმდინარეობს დროებითი სატუმბო სადგურის მოწყობა, რათა მოხერხდეს წყლის მარაგის დამატება და რეზერვუარების შევსება.

გუდაურში მშრალმა კლიმატურმა პირობებმა წყლის მარაგის შემცირება, ხოლო სეზონზე გაზრდილმა მოხმარებამ წნევის ვარდნა გამოიწვია. წყლის მარაგის შემცირებისა და წნევის ვარდნის გამო, რეზერუარების შევსებას პრობლები შეექმნა და წყლის მიწოდება შეფერხდა.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, რომ დაბა გუდაურში დაწყებულიაწყალმომარაგებისა და საკანალიზაციო ქსელის მშენებლობა-რეაბილიტაცია.

„პროექტის განხორციელების შედეგად, სრულად შეიცვლება ამორტიზებული და მოძველებული სისტემები, რაც საბოლოოდ აღმოფხვრის საკურორტო ზონაში სეზონურად არსებულ პრობლემებს“, - აცხადებენ კომპანიაში.

სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით 50 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system