თავში

გუდაურში ტურიზმის გახსნის მოთხოვნით საპროტესტი აქცია გაიმართება

გუდაურში ტურიზმის გახსნის მოთხოვნით საპროტესტი აქცია გაიმართება
გუდაურში ტურიზმის გახსნის მოთხოვნით საპროტესტი აქცია გაიმართება

გადავარჩინოთ მთის კურორტები! - ამ მოთხოვნით დღეს,16 თებერვალს 14:00 საათზე გუდაურში ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები გეგმავენ მორიგ საპროტესტი აქციას.

ორგანიზატორებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, მთავარი მოთხოვნა მთის კურორტების გახსნაა.მათი განმარტებით, ახლა კურორტების ამოქმედება დაგვიანებულია, თუმცა ბიზნესის ნაწილისთვის გახსნის 2-3 კვირიანი პერიოდი შვება იქნება.

ტურინდუსტრიის წარმომადგენლები ასევე ითხოვენ მთაში მომუშავე ბიზნესი მინიმუმ ერთი წლით განთავისუფლდეს  ყველანაირი გადასახადისგან. 

მთის კურორტებზე შეზღუდვები ძალაში რჩება, რადგან მთის კურორტების გახსნა მომეტებულ ეპიდსაფრთხედ განიხილება. ამიტომაც ზამთრის კურორტების 1 თებერვლიდან გახსნის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.  მთავრობა თვლის, რომ სათხილამურო კურორტებზე დამსვენებლების ერთდროული თავშეყრა კორონავირუსით ინფიცირების მაღალ რისკს წარმოადგენს.

ტურიზმის სექტორი პირველი თებერვლიდან გახსნას ითხოვდა.

ტურიზმის დიდი როლი საქართველოს ეკონომიკაში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახარიამაც აღიარა და დასძინა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რათა ზაფხულის ტურისტული სეზონი ამუშავდეს.

კერძო სექტორის წარმომადგენლები არ ეთანხმებიან 22.01.2021 -ში მიღებულ გადაწყვეტილებას წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ და ტურიზმის სექტორი საქართველოს მთავრობას ღია წერილითა და რეკომენდაციებით მიმართა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system