თავში

გურამიშვლის გამზირზე მომხდარ აფეთქებაზე ენერგოომბუდსმენი განცხადებას აკეთებს

ენერგოომბუდსმენი განცხადებას აკეთებს
გურამიშვლის გამზირზე მომხდარ აფეთქებაზე ენერგოომბუდსმენი განცხადებას აკეთებს

გურამიშვილის გამზირზე კორპუსის აფეთქების მიზეზად ამ ეტაპზე დაუდევრობა სახელდება. გათბობის გაუმართავი დანადგარი, რომელიც კონკრეტულ ამჟამად უკვე აფეთქებული ბინის მეპატრონეს ჩაუხსნეს,  თვითნებურად ისევ დაამონტაჟა. ამ თემასთან დაკავშირებით, ენერგოომბუდსმენმა ისაუბრა:

"ოფიციალურად მივიღებ ყველა დოკუმენტს, ამ კონკრეტული აბონენტის შესახებ. "ქოლ ცენტრიდანაც" ამოვიღებ დეტალურ მონაცემებს, საიდანაც გამოჩნდება, თუ როდის და რა სახის მიმართვები იყო შემოსული. ჩემთვის ასევე ცნობილია, რომ შესაბამისმა სამსახურმა მას ჩაუხსნა გაზის დანადგარი, თუმცა აბონენტმა მოახდინა თვითნებური მიერთება. შედეგად დაზარალდა, არა მხოლოდ ეს მოქალაქე, რომელიც არ დაემორჩილა კონკრეტულ რეგულაციას, არამედ რამდენიმე ოჯახი და სრულად კორპუსი," - განაცხადა, სალომე ვარდიაშვილმა.

ენერგო ომბუდსმენმა ასევე აღნიშნა, რომ გამოიკვეთა პრობლემა ორი მიმართულებით: რეალური მონაცემების არ არსებობა და მეორე, დაუსჯელობის სინდრომი. მისივე თქმით მიმდინარეობს დოკუმენტზე მუშაობა, რომელიც 15 ნოემბრისთვის იქნება მზად, თუმცა ბაზარი, მკაცრი ინსპექტირების და სხვა რეგულაციების მისაღებად მზად არ არის. პირველ ეტაპზე, საინფორმაციო ხასიათის სამუშაოები ჩატარდება, კამპანია "გაუფრთხილდი სიცოცხლეს" მიზანი მოსახლეობის ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება იქნება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system