თავში

გურიაში ისრაელის MASHAV-ის პროგრამა ფართოვდება

გურიაში ისრაელის MASHAV-ის პროგრამა ფართოვდება
გურიაში ისრაელის MASHAV-ის პროგრამა ფართოვდება

საქართველოში ისრაელის ელჩი, რან გიდორი და საქართველოში MASHAV-ის პროგრამის ხელმძღვანელი, გიორგი ჟღენტი გურიაში იმყოფებოდნენ, სადაც რეგიონში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების ფარგლებში ჩავიდნენ.

ისრაელის საელჩოს ინფორმაციით, პარტნიორ ორგანიზაცია „შალომ კლუბ გურიასთან“ (Shalom Club Guria) თანამშრომლობის გაფართოების მიზნით შეხვედრები გაიმართა.

„შალომ კლუბ გურიასთან“ MASHAV-ს დიდი ხნის თანამშრომლობა აკავშირებს. აღნიშნული ორგანიზაცია თავად MASHAV-ის (მაშავი - ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო) კურსდამთავრებულების მიერაა დაფუძნებული.

ისრაელის ელჩი რან გიდორი შეხვდა „შალომ კლუბ გურიას" ბორდს, რომელსაც გამორჩეული ლიდერი ზაურ ოსეფაიშვილის ხელმძღვანელობს. შეხვედრაზე ისრაელის საელჩომ მაშავთან ერთად ახალი მხარდაჭერის შესახებ ისაუბრა, რომლის წყალობით „შალობ კლუბ გურია" შეისყიდის წყლის გამწმენდ მოწყობილობებს გურიის რეგიონის სკოლებისათვის.

ამასთან, ვიზიტი შედგა დაბა ურეკში, ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრში „სერაფიმი“/„Seraphim.  ცნობისთვის, ცენტრი „სერაფიმი“ აშენდა Charity Foundation Seraphim-ის მიერ. ის ეხმარება ოჯახებს, სადაც იზრდებიან ბავშვები განსაკუთრებული საჭიროებებით. „სერაფიმი“ სპეციალიზირებულია ბავშვების ადრეული ასაკიდან მხარდაჭერაზე, რომელსაც მათი ოჯახის ფინანსური მონაწილეობის გარეშე ახორციელებს.

წელს „შალომ კლუბ გურიას“ 17 წლის გახდა. ამ პერიოდში განხორციელებული პროექტებია: მიზნობრივი საკონსულტაციო მომსახურება ადგილობრივ ფერმერებს, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებებში ისრაელის თანამედროვე ტექნოლოგიების გაზიარება, მარწყვის მინი პლანტაციის გაშენება, საფუტკრე მეურნეობის მხარდაჭერა, ასევე სპორტული სივრცეების განვითარება, ტურიზმის ხელშეწყობა და სხვა. ამასთან, ჰუმანიტარული საქმიანობის ფარგლებში დახმარება გაუწია შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა ოჯახებს და სოციალურ სახლებს - ჯანდაცვის მომსახურებებზე წვდომის გაზრდის მიმართულებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system