თავში

გურიაში საინვესტიციო ფორუმი გაიმართა

გურიაში საინვესტიციო ფორუმი გაიმართა
გურიაში საინვესტიციო ფორუმი გაიმართა

"განახორციელე ინვესტიცია გურიაში", - ამ ლოზუნგით ოზურგეთში საინვესტიციო ფორუმი გაიმართა, რომლის მიზანი პანდემიის შემდგომ პერიოდში ადგილობრივი ბიზნესისა და რეგიონის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივების წარმოჩენა იყო.

ღონისძიებას კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ფორუმმა წარმოაჩინა რეგიონული და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების პერსპექტივები პანდემიის შემდგომ პერიოდში და შექმნა დიალოგისა და დისკუსიის სივრცე ადგილობრივი მეწარმეებისთვის, პოტენციური ინვესტორებისთვის და საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენლებისთვის.

საინვესტიციო ფორუმი გაეროს განვითარების პროგრამისა და გურიის სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებით და საქართველოს, შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების ხელშეწყობით გაიმართა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system