თავში

ღვინის ფესტივალის შემდეგ, გურჯაანი ყველისა და კულინარიულ ფესტივალს უმასპინძლებს

გურჯაანი ყველისა და კულინარიულ ფესტივალს უმასპინძლებს
ღვინის ფესტივალის შემდეგ, გურჯაანი ყველისა და კულინარიულ ფესტივალს უმასპინძლებს

26 ოქტომბერს, ახტალის პარკში, ყველისა და კულინარიის ფესტივალი, წელს პირველად გაიმართება, რომელიც მიზნად ისახავს კულინარიის, როგორც დარგის განვითარებას რეგიონში და მის პოპულარიზაციას.ფესტივალის ფარგლებში, 6 ქართველი და უცხოელი ტოპ შეფი (გურამ ბაღდოშვილი, ლევან ჩხეიძე, თამთა კიკალიშვილი, ენცო ნერი, მიშა ბარსა და ა.შ) თანამედროვე ტექნოლოგიით მოამზადებენ კერძებს, ჩაატარებენ მასტერკლასებს, რომლის პარალელურადაც მოეწყობა სხვადასხვა სახეობის ყველისა და კულინარიული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, მათ შორის მოეწყობა აფხაზური და ოსური კუთხეები.

ფესტივალის დასკვნით ნაწილში კი გაიმართება ბოკუზ დოღის (Bocuse d’Or) ფინალისტების კულინარიული შოუ.

გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი პირველი არხთან აცხადებს, რომ ეს რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამით ხდება მუნიციპალიტეტის და მთლიანად,რეგიონის პოპულარიზაცია. 

„ღვინის ფესტივალის ფარგლებში ველოდებოდით 10 000-მდე სტუმარს, მაგრამ რეალობამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. 30 000 სტუმრამდე იყო ჩამოსული, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რამდენად აქტუალურია ეს მიმართულება. წარმოდგენილი იყო 200-ზე მეტი მეღვინე,ასევე ყო აგრარული ბაზარი, გასართობი სივრცეები, სხვადასხვა ტიპის მუსიკალური გაფორმება და ასე შემდეგ“-აცხადებს სონღულაშვილი.

რაც შეეხება კულინარიისა და ყველის ფესტივალს, რომელიც 26 ოქტომბერს ჩატარდება, პირველი პრეცენდენეტია. სონღულაშვილის ინფორმაციით, ღვინო და კულნარია განუყოფელი ნაწილია,აქედან გამომდინარე, გურჯაანი ამ ორ ნიშას დაიკავებს.

„კულინარიული ექსპედიცია“ სტარტაპის დამფუძნებელი ქეთი კვიჭიძე განმარტავს,რომ გურჯაანი საფესტვალო ქალაქად უნდა ჩამოყალიბდეს, ეს მოვალეობა გურჯაანის პარკმა ღვინის ფესტივალის შემთხვევაში კარგად შეითავსა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system