თავში

გვართმევენ თუ არა უცხოელები სამუშაო ადგილებს

გვართმევენ თუ არა უცხოელები სამუშაო ადგილებს
გვართმევენ თუ არა უცხოელები სამუშაო ადგილებს

საქართველოში შრომითი იმიგრანტების რიცხვი იზრდება და ეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყნიდან სამუშაოს საძებნელად წასული მოქალაქეების რიცხვი შთამბეჭდავია. 

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ქართულ ბაზარზე არსებულ სამუშაო ადგილებს უცხოელები იკავებენ?!  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემების მიხედვით, ბოლო წლებში გაცემული შრომითი ბინადრობის ნებართვების რიცხვი გაზრდილია. განსაკუთრებული ზრდა  2015 და 2016 წლებში ფიქსირდება, ამ პერიოდში შრომითი ბინადრობის ნებართვების რაოდენობა დაახლოებით ორჯერ აღემატებოდა წინა წლებში გაცემული ამავე ტიპის ბინადრობის ნებართვების რიცხვს. 2018 წელს ქვეყანაში უცხო ქვეყნის 11 697 მოქალაქე მუშაობდა, რაც თითქმის 300 დასაქმებულით მეტია წინა წელთან შედარებით. ოფიციალური ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოში სულ 11 402 უცხოელი იყო დასაქმებული. რაც შეეხება 2019 წლის იანვარ-ივლისს, 7 თვის მონაცემებით საქართველოში სულ 10 573 უცხოელი მუშაობს. საერთო ჯამში კი საქართველოში სულ 124 ქვეყნის მოქალაქეა დასაქმებული. 

ქართული საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ამ მხრივ პროცესები უკონტროლოა, ჩამოსული უცხოელები არ იხდიან გადასახადებს, საქმდებიან სოფლის მეურნეობაში, იკავებენ დიდ ქალაქებში არსებულ სამუშაო ადგილებს და, შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი სარგებელი არ მოაქვთ. ასეთი ვარაუდები არ არის არგუმენტებით გამყარებული, რადგან სტატისტიკურად, საქართველოში დასაქმებული უცხოელების მხოლოდ 1.1%  საქმიანობს სოფლის მეურნეობის სექტორში და ამ დარგში მათ მიერ დაფუძვნებულ კომპანიებს, ბუჯეტში გადასახადების სახით, საშუალოდ 1 მილიარდი ლარი შეაქვთ.  

report.ge აღნიშნულ საკითზე მიგრაციის ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს გაესაუბრა, მისი განმარტებით, ბოლო წლებში ქვეყანაში ვიზიტორთა რაოდენობა ჯამურად გაზრდილია. შემოსვლაზე კონტროლიც გამკაცრებულია. 

"ხშირია შემთხვევები, როდესაც საქართველოში ჩამოსვლის მიზეზის ბუნდოვანების ბრალდებით, აეროპორტში ჩამოფრენილ უცხოელს ქვეყნის გადმოკვეთის საშუალება არ ეძლევა და ასეთ შემთხვევაში, ერთადერთი გზა სასამართლოა, რომელიც ადგენს, რამდენად კანონიერად შეიზღუდა საზღვრის გადმოლახვის უფლება პირისთვის. რაც შეეხება სამუშაო ადგილებს, ძირითადად უცხოელები თვითდასაქმებულები არიან საქართველოში და ისინი, თავადვე ქმნიან სამუშაო ადგილებს. არის ტენდენცია, როდესაც უცხოელი საკუთარ კომპანიაში, თავისივე ქვეყნის მოქალაქის დასაქმებას ცდილობს და ამ მხრივ, ახალი რეგულაციების შექმნაზე მუშაობა დაწყებულია. ასევე გახშირებულია უარის შემთხვევები, ვიზის გახანგრძლივებაზე, ძირითადად აზიური ქვეყნების წარმომადგენლებისათვის,"  - გვიხსნის გიორგი გოგიშვილი.

შრომის ბაზრის მობილობა საქართველოში რეგულირდება „შრომითი მიგრაციის შესახებ“, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონებით, 70-ე  და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტებით.

„შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონის თანახმად, საქართველოში ლეგალურად მცხოვრები უცხოელები და საქართველოს მოქალაქეები თანაბარი უფლებებით სარგებლობენ შრომით ბაზარზე. ადგილობრივ დამსაქმებლებს არ აქვთ შეზღუდვები უცხოური სამუშაო ძალის დასაქმებისას.

ქართული ეკონომიკის უცხოელი შრომითი იმიგრანტებისგან დაზარალება ძირითადად მითია და რეალური არგუმენტებით არ დასტურდება. გასათვალისწინებელია, რომ საზღვარგარეთ წასული ქართველი ემიგრანტების წილი ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვანია.

 საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მხოლოდ მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოში განხორციელებული ფულადი გზავნილების რაოდენობა 7%-ით გაიზარდა და 146 მილიონი დოლარი შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system