თავში

გვემუქრება თუ არა ეკოლოგიური კატასტროფა

გვემუქრება თუ არა ეკოლოგიური კატასტროფა
გვემუქრება თუ არა ეკოლოგიური კატასტროფა

"თუ სწრაფად არ მივიღეთ ზომები, მალე ეკოლოგიური კატასტროფა გველის“ - ამის შესახებ Report.ge-ს "ქაღალდი + - ის" დამფუძნებელმა რამაზ გვალიამ განუცხადა. მეწარმის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში პოლიეთილენის პარკების მოხმარება შეზღუდულია და ბაზარი ბიოდეგრადირებადი პარკების მოხმარებაზე გადადის, ქვეყანა პლასტიკით დაბინძურების პრობლემის წინაშე მაინც დგას. პრობლემას პლასტიკის ჭურჭლის უკონტროლობაა. გვალიას მტკიცებით, პლასტიკის ერთჯერადი თეფშებისა და საწრუპების უკონტროლოდ გამოყენებას მაინც ეკოლოგიურ კატასტროფამდე მივყავართა და ერთადერთი ალტერნატივა მათი ჩანაცვლებაა.

ცნობისთვის,პლასტიკის თეფშები და ჭიქები საფრანგეთში ჯერ კიდევ 2016 წელს აიკრძალა. ქვეყანა ცდილობს, პლასტიკის მოხმარება ბიოდეგრადირებადი ნაწარმით ჩაანაცვლოს. ბაზარზე გაჩნდნენ კომპანიები, რომლებიც ბიოდეგრადირებადი ჭურჭლისა და ჩანთების წარმოებით არიან დაკავებულები და ევროკავშირის ქვეყნებში მათ პოდუქციას წარმატებაც ხვდა წილად. როგორც რამაზ გვალია გვიხსნის, საქართველოში პოლიეთილენის პარკები მეტნაკლებად კონტროლდება, თუმცა კონტროლს მიღმაა ჭურჭელი.

პლასტმასის გადამამუშავებელი ერთ-ერთი კომპანია Grandpack, ბიოდეგრადირებად ჭურჭელსა საწრუპებს რამდენიმე წელია აწარმოებს. კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი კაკაბაძემ განგვიმარტა, რომ კომპანიის მიდგომაა, ბიოდეგრადირებადი ჭურჭელი და აქსესუარები მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს.

„დღევანდელი ეკოლოგიური მდგომარეობის და თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით გადავწყვიტეთ, მომხმარებლებისთვის ისეთი პროდუქტი შეგვეთავაზებინა, რომელიც ძალიან საზიანო პლასტმასს შეცვლიდა. ძალიან ვამაყობთ, რადგან პლასტმასის ჩანაცვლებით ჩვენი ძალიან მცირე წვლილი შეგვაქვს გლობალური ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესებაში. თუ სწრაფად არ მივიღეთ ზომები, მალე ეკოლოგიური კატასტროფა გველის. მიზნობრივი ბაზარი, ძირითადად, ქსელური სასტუმროები, კაფეები და ბარებია, რომლებიც ამ ეტაპამდე პლასტმასის ერთჯერად ჭურჭელს იყენებენ, თუმცა ჩვენს მომხარებელთან აქტიური კომუნიკაციის გზით დავადგინეთ, რომ უმეტესობას აქვს სურვილი, პლასტმასი ხმარებიდან ამოიღოს“, - განაცხადა მან.

მსგავსი თემები: "დავიცვათ საქართველოს სისუფთავე" 

ნარჩენების უნებართვო დაყრაზესანქციები მკაცრდება

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system