თავში

გვემუქრება თუ არა კვლავ ჭარბვალიანობა

გვემუქრება თუ არა კვლავ ჭარბვალიანობა
გვემუქრება თუ არა კვლავ ჭარბვალიანობა

საბანკო სფეროს სპეციალისტი, პროფესორი ლია ელიავა აცხადებს, რომ 2-3 წელიწადში საქართველოს მოსახლეობა შეიძლება ვალაუვალი გახდეს და მივიღოთ იმაზე მწვავე მდგომარეობა, ვიდრე რამდენიმე წლის წინ, ჭარბვალიანობა იყო. ამის მიზეზი, ელიავას შეფასებით, სესხების მასშტაბური ზრდაა, ხოლო ეპიდემიის გამო არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, დიდია რისკი, რომ ბიზნესის და მოქალაქეების დიდი ნაწილი გადახდისუუნარო გახდეს.

,,სესხებზე მოთხოვნის ზრდას არსებულ სიტუაციაში აქვს გარკვეული გამართლება, რადგან ადამიანები ცდილობენ გადაარჩინონ ბიზნესები დამატებითი სესხების მეშვეობით. ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის კი მას ძირითადად სამომხმარებლო დანიშნულება აქვს რომ როგორმე გაიტანონ თავი. ჯერჯერობით ეკონომიკის გაუმჯობესების ნიშნები არ ჩანს, ამიტომ უცნობია, როგორ განვითარდება მოვლენები. დიდი ალბათობით, უკვე აღებული სესხების მომსახურება მომავალში გაუჭირდება როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირებსაც. ვფიქრობ, ეს ბანკებს პრობლემას ვერ შეუქმნის, რადგან ეროვნული ბანკის მხრიდან ლიკვიდობის სტაბილურობა უზრუნველყოფილია. ამიტომ, თუკი გადახდის პრობლემა გაჩნდება, სესხის გადაუხდელობის გამო ადამიანები დაკარგავენ ბიზნესებს, რომლებიც კომერციული ბანკების სკაუთრებაში გადავა, ასევე უძრავი ქონებაც, ვივარაუდოთ, რომ ბაზარი გაჯერდება სასწრაფოდ გასაყიდი ბინებით და კომერციული ფართებით. რთულია და ვერ აუკრძალავ ბვერავის აიღოს ან არ გასცეს სესხი. არჩევანი ცუდსა და უარესს შორის ყოველთვის არსებობდა საქართველოში", - აცხადებს ელიავა.

მისი თქმით, ეკონომიკური მდგომარეობა თუ არ გაუმჯობესდა და ნორმალური ფუნქცინირების საშუალება არ მიეცა ბიზნესს, კრიზისი გაგრძელდება, რასაც მოყვება გადახდისუუნარობის ზრდა, რადგან ეპიდემია ბევრ ადამიანს უმუშევრად დატოვებს.

სესხების ზრდა დასტურდება ოფიციალური სტატისტიკითაც. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ბანკების მთლიანი სასესხო პორტფელი პირველი ოქტომბრისთვის 36.38 მლრდ ლარს შეადგენს. ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 552.91 მლნ ლარით (3.70%-ით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 1.34 მლრდ ლარით (6.85%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 0.23%-ით).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system