თავში

გვემუქრება თუ არა სუვერენული დეფოლტის რისკი საგარეო ვალის გამო

გვემუქრება თუ არა სუვერენული დეფოლტის რისკი საგარეო ვალის გამო
გვემუქრება თუ არა სუვერენული დეფოლტის რისკი საგარეო ვალის გამო

საგარეო ვალის საგანგაშო ზრდის გამო ფინანსისტები ხედავენ რისკს, რომ შესაძლოა, საქართველოს სუვერენული დეფოლტის საფრთხე დაემუქროს. ამის შესახებ report.ge-თან ფინანსისტი ლია ელიავა საუბრობს. მისი თქმით, საქართველოს, როგორც არამწარმოებლური ეკონომიკის ქვეყანას, ამ ვალის მომსახურება ძალიან გაუჭირდება.  თუმცა ფინანსისტი საუბრობს იმაზეც, რომ სავალუტო ფონდის დახმარებით საქართველომ ამ რისკის აცილება ერთხელ უკვე შეძლო და იმედია, რომ საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციის მხარდაჭერით მომავალშიც შეძლებს ამ გამოწვევასთან გამკლავებას.

,,საგარეო ვალი რეალურად დიდი დაბრკოლებას გვიქმნის, რადგან ღარიბი ქვეყანა ვართ და ვალდებულების გასტუმრებასთან დაკავშირებით რისკი დიდია, რასაც ჩვენ პარტნიორი ფინანსური ორგანიზაციების ხედავენ. განვითარებული ქვეყნებისთვის ეს არანაირი პრობლემა არ არის, მაგალითისთვის, იაპონიაში საგარეო ვალი, ქვეყნის მშპ-თან შედარებით, 200%-ის ფარგლებშია, აშშ-ში 100%-ს აჭარბებს, მაგრამ ამ პროცესს არანაირი საფრთხე არ ახლავს, როცა ქვეყანა ეკონომიკურად ძლიერი  და განვოთარებულია. გლობალური სუვერენული დეფოლტის გამოცხადების საფრთხე ერთხელ უკვე იყო, მაგრამ მაშინ ფინანსური ორგანიზაციები დაგვეხმარნენ, მათ შორის, სავალუტო ფონდი, დღესაც ისე მიდის საქმე, რომ შეიძლება მომავალში ფული არავინ გვასესხოს. ვშიშობ, რომ საქართველოს დამოუკიდებლად ამ ვალის გასტუმრება ნამდვილად გაუჭირდება. ხოლო საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები ყოველთვის ეჭვით უყურებენ მთავრობას, რომელიც ძალიან დიდ ვალს იღებს და არ შეუძლია მისი მომსახურება. საქართველოს შესაძლებლობები მათ ჩვენზე უკეთ იციან. შესაბამისად, სახელმწიფოს მიმართ ნდობაც ნაკლებია და ინვესტიციური შესაძლებლობებიც მინიმალურია", - დასძენს report.ge-თან ლია ელიავა. 

ფინანსისტი გოჩა თუთბერიძე აცხადებს, რომ საგარეო ვალის ზღვარი მშპ-თან საშიშ დონეზეა და მთავრობის მხრიდან შესაბამისი ზომებია მისაღები.

,,ვალი უკვე კრიტიკულ ზღვარზეა და  გარკვეული ზომებია მისაღები. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, კანონმდებლობის დონეზე მოხდეს ჩარევა და ზღვარი აიწიოს. ამ  გადაწყვეტილებას მთავრობა დამოუკიდებლად ვერ მიიღებს,  ნებისმიერ შემთხვევაში სავალუტო ფონდთან უნდა შეთანხმდეს. არ გამოვრცხავ, ზღვარი 70%-მდეც აიწიოს. ცვლილება, ადრე თუ გვიან, მოუწევთ", - აცხადებს report.ge-თან თუთბერიძე. 

ცნობისთვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) 2021 წლის ბოლოსთვის მშპ-სთან მიმართებით საქართველოს საგარეო ვალის 63.8%-იან მაჩვენებელს პროგნოზირებს, IMF-ის პროგნოზითვე, 2022-ში საქართველოს საგარეო ვალის ნიშნული 61.04%-ზე იქნება, 2023 წელს - 59.159%-ზე, 2024 წელს - 57.248%-ზე, 2025 წლისთვის - 55.512%-ს, ხოლო 2026 წლისთვის - 53.978%-ზე.

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, ვალის დონე წელს 60.1%-ზეა განსაზღვრული. 2022 წელს მთავრობა საგარეო ვალის 58.6%-იან მაჩვენებელს ელოდება, 2023-ში - 57.8%-იანს, ხოლო 2024-ში - 57.6%-იან ვალს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system