თავში

გვიცავს თუ არა ქართული პირბადე

გვიცავს თუ არა ქართული პირბადე
გვიცავს თუ არა ქართული პირბადე

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, დიმიტრი კორძაიამ საქართველოში დამზადებული პირბადის ხარისხი მიკროსკოპულად გამოიკვლია.

მეცნიერი სოციალურ ქსელში წერს, რომ პირბადე საუკეთესოდ იცავს ვირუსისგან ადამიანს.

მეცნიერის ცნობით, მიკროსკოპში დაკვირვებამ აჩვენა, რომ ქართული მარლის ძაფის სისქე შეადგენს დაახლოებით 80 მიკრონს (ამასთანავე, ის საკმაოდ „ბუსუსიანია“), ხოლო მარლის ფანჯრის შიდა კვადრატის (ე.წ. გამავალი ფანჯრის) გვერდის ზომა არ აღემატება 480-500 მიკრონს. წვეთის ზომა კი, რომელშიც „ზის“ Covid19 ვირუსი აღემატება 5 მიკრონს და მერყეობს ფართო ფარგლებში (ხშირად 100 მიკრონი და მეტია).

"ქართული წარმოების პირბადე შეიცავს 12 ფენა მარლას. ამ ფენების ძაფების ურთიერთგადაფარვის შემთხვევაში, პრაქტიკულად არ რჩება 5 მიკრონის ზომის ნაპრალი. ალბათობის თეორიის სპეციალისტებს ვთხოვ, დაგვიანგარიშონ სხვადასხვა ზომის ნაპრალების დარჩენის შესაძლებლობის სიხშირე. ამდენად, ქართული წარმოების პირბადე მაინც იცავს!" - წერს მეცნიერი.

შეგახსენებთ, პირბადეების შესაკერად უზბეკეთიდან საქართველოში 2 მლნ მეტრი მარლა გამოიგზავნა. ამჟამად, ტვირთი ყაზახეთის კურიკის პორტიდან ბაქოს მიმართულებით გადაადგილდება. მას შემდეგ, რაც გემი შევა ბაქოს პორტში, მას აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პატარაძე ჩაიბარებს და გამოაცილებს ტვირთს საქართველოს საზღვრამდე.

ცნობისთვის, პირბადეების პროგრამას საქართველოს მთავრობა ბაზრის გაჯერებამდე გააგრძელებს.

შიდაბაზარზე ამჟამად ქართული წარმოების პირბადეებზე მაღალი მოთხოვნაა და მისი ყიდვა 50 თეთრადაა შესაძლებელი.

შეგახსენებთ, საზოგადოების ნაწილმა ქართული პირბადის დიზაინი დაიწუნა, თუმცა პირბადის დიზაინითა და ხარისხით კმაყოფილია ინფექციონისტები, პაატა იმნაძეც და მარინა ეზუგბაიაც.

მის ხარისხში ეჭვი არ ეპარება ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძესაც.

ქართული წარმოების პირბადის ხარისხით ამაყობს ეკონომიკის მინისტრიც.

მთავრობამ მასობრივი წარმოების დაწყება მარტის მეორე ნახევარში დაანონსა და ადგილობრივი წარმოების პირბადეების ქსელურ სააფთიაქო ქსელებში გაყიდვა 5 დღის წინ დაიწყო.

ეკონომიკის მინისტრმა პირბადე საკუთარი ხელითაც კი შეკერა და საკუთარი შეკერილი პირბადე პირდაპირ ეთერშიც მოირგო.

დღეის მონაცემებით, საქართველოში სულ დამზადებულია 1,3 მლნ პირბადე.

სამთავრობო პროგრამაში #აწარმოე პირბადე 9 სამკერვალო დაწესებულებაა ჩართული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system