თავში

H&M სხვა ბრენდის ნაწარმსაც გაყიდის

H&M სხვა ბრენდის ნაწარმსაც გაყიდის
H&M სხვა ბრენდის ნაწარმსაც გაყიდის

ტანსაცმლის მწარმოებელი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია H&M გეგმავს საკუთარი მაღაზიებისა და ვებგვერდის საშუალებით სხვა ბრენდის ტანსაცმელიც გაყიდოს.

კომპანიამ საკუთარ დახლებზე უკვე შემოალაგა შვილობილი ბრენდების ნაწარმი. პროექტი ჯერ საპილოტე ფორმით ხორცილდება. როგორც Reuters-ი წერს, კომპანია ამ დროისთვის Other Stories და Arket-ის ბრენდის სამოსს ყიდის.

ამ გზით კომპანია ცდილობს საკუთარ მაღაზიებში ახალი კლიენტების მოზიდვას და კონკურენციის გაწევას ისეთი მულტიბრენდული მაღაზიებისადმი, როგორებიცაა: გერმანული Zalando და ბრიტანული ASOS.

სტრატეგიის შეცვლა კომპანიას ბოლო სამწლიანმა შემოსავლის შემცირებამ აიძულა. მიმდინარე წლის სექტემბერში კომპანია 8%-იან მატებას ვარაუდობს გაყიდვებში, თუმცა, ინვესტორები შიშობენ, რომ ბრენდი ამ დინამიკის შენარჩუნებას ვერ შეძლებს და ძველ ნიშნულებზე დაბრუნებას ვერ მოახერხებს.

აგვისტოში კომპანიამ მაღაზიათა შემცირების შესახებ გამოაცხადა და მეტ კონცენტრაციას ონლაინ გაყიდვებზე მოახდენს. მაშინ კომპანიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ეს ნაბიჯი მათ დაეხმარებოდა კონკურენტების გასწრებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system