თავში

ჰააგის სასამართლოს დაზარალებულთა ფონდმა საქართველოს 600 000 ევროიანი დახმარება დაუმტკიცა

ჰააგის სასამართლოს დაზარალებულთა ფონდმა საქართველოს
ჰააგის სასამართლოს დაზარალებულთა ფონდმა საქართველოს 600 000 ევროიანი დახმარება დაუმტკიცა

"ჰააგის სასამართლოს დაზარალებულთა ფონდმა, რომლის დირექტორატის წევრიც ვარ ამჟამად, 2008 წლის აგვისტოს ომის მსხვერპლთათვის დაამტკიცა 600 000 ევროს მოცულობის დახმარების სამწლიანი პროგრამა," - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, გოჩა ლორთქიფანიძემ პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პროგრამის დეტალები 2021 წლის განმავლობაში დაზუსტდება.

„2021 წლის 21 იანვარს გამოცხადდება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება 2008 წლის ომის საქმეზე. ჩვენ გვაქვს მყარი მოლოდინი და ეს მოლოდინი განპირობებულია უზარმაზარი ძალისხმევით, რაც გაკეთდა 2013 წლიდან. წარდგენილი იქნა 700-მდე მტკიცებულება. ჩვენი სიმართლე გამყარებულია მტკიცებულებებით, ამიტომ ქვეყანამ შედეგი უნდა მიიღოს ამ მტკიცებულებების და ამ სიმართლის სიმყარის ადეკვატური. მომდევნო წლების განმავლობაში, ევროპული სასამართლო აქტიურად დაიწყებს საქართველოს მიერ 2018 წელს რუსეთის წინააღმდეგ წარდგენილი ახალი სახელმწიფოთაშორისი საქმის განხილვას, რომელიც ეხება განგრძობადი ოკუპაციის შედეგად, საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევას. ჩვენ ამ საქმეზეც მოგვიწევს მასშტაბური სამუშაოების ჩატარება და ჩვენ ამ გამოწვევისთვის მზად ვართ. ასევე, გაგრძელდება ე.წ. დეპორტირებულების საქმის აღსრულებაზე ინტენსიური მუშაობა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის წინაშე. ჩვენი აქტიურობის შედეგად, ეს საქმე განიხილება მინისტრთა კომიტეტის ყოველ შეხვედრაზე და კომიტეტმა რუსეთი არაერთხელ მკაცრად გააკრიტიკა თანხის გადაუხდელობის გამო. ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ გვაქვს მცირე წინსვლა. სულ რამდენიმე დღის წინ კომიტეტის ბოლო სხდომის ფარგლებში, რუსეთი დათანხმდა, რომ თანხის გადახდის პროცესში განიხილავს ევროსაბჭოს შუამავლობის საკითხს და საბოლოო პოზიციის დასაფიქსირებლად რუსეთს ვადა მიეცა 2021 წლის 1-ელ თებევრლამდე“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system