თავში

ჰაწვალის განახლებული საბაგიროს მოწყობა მთავრობას 35 მილიონ ლარამდე დაუჯდება

ჰაწვალის განახლებული საბაგიროს მოწყობა მთავრობას 35 მილიონ ლ
ჰაწვალის განახლებული საბაგიროს მოწყობა მთავრობას 35 მილიონ ლარამდე დაუჯდება

ჰაწვალის განახლებული საბაგიროს მოწყობა მთავრობას 34 793 887 ლარი დაუჯდება. შესაბამისი განცხადება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე. გამოქვეყნდა.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, შპს „ემთიეის“ (ყოფილი „მთის კურორტების განვითარების კომპანია“) დაევალა ჰაწვალი - ზურულდის დაზიანებული საბაგირო გზის დემონტაჟი და მის ადგილას ახალი საბაგირო გზისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, მისი გამშვები სისტემებითა და მასთან დაკავშირებული მოწყობილობებით აღჭურვა არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრისა.

“ჰაწვალი-ზურულდის საბაგიროს დემონტაჟისა და მის მაგივრად ახალი საბაგიროს (საჭირო ინფრასტრუქტურასთან ერთად) მოწყობისათვის აუცილებელი საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების შესყიდვას შპს „ემ თი ეი“ გეგმავს ავსტრიული კომპანია „Doppelmayer”-ისა და შპს „დოპელმაიერ საუს კაუკაზუსისგან“ ერთობლივად. ამ მიმწოდებლებისაგან მოწოდებული ფასის მიხედვით, ჰაწვალი-ზურულდის არსებული დაზიანებული საბაგირო გზის დემონტაჟისა და მის ადგილას ახალი საბაგიროსა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად და მისი ექსპლუატაციაში გაშვებისთვის საჭირო საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების საერთო ღირებულება - დაახლოებით შეადგენს 34 793 887 ლარს (დამატებითი ღირებულების გადასახადის ჩათვლით), რომელიც №1362 (06.08.2021) განკარგულების შესაბამისად, 6 850 000 ლარის (მათ შორის დღგ-ს თანხა 1 000 000 ლარი) ნაწილში დაფინანსდება შპს „ემ თი ეისთვის“ „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გამოყოფილი ასიგნებებით, ხოლო დანარჩენ ნაწილში (27 943 887 ლარი) - „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანხებით,”- ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system