თავში

გერმანიის ავტომრეწველობა ჰიბრიდებსა და ელექტრომობილებზე გადასვლას ჩქარობს - PHOTO - VIDEO

ჰიბრიდებსა და ელექტრომობილებზე გადასვლას ჩქარობს
გერმანიის ავტომრეწველობა ჰიბრიდებსა და ელექტრომობილებზე გადასვლას ჩქარობს - PHOTO - VIDEO

როდის გახდება გერმანული ავტომობილები ელექტრული?- ამ საკითხზე BMW–ს, Daimler–ის, Opel–ისა და Porsche–ს გენერალურმა დირექტორებმა კონფერენციაზე Handelsblatt Auto-Gipfel 2019 ისაუბრეს. კონფერენციაში მონაწილეობისთვის თითოეულმა მ ენეჯერმა 2600 ევრო გადაიხადა. ღონისძიება შტუტგარტში, Porsche–ს მუზეუმში გაიმართა. ეს ექსკლუზიური დარგობრივი კონფერენცია კომპონენტების მიმწოდებელი და სხვა კომპანიების წარმომადგენლებისათვის ჩატარდა, რომლებიც თუნდაც ირიბად არიან დაკავშირებული მანქანათმშენებლობასთან: კონსალტინგი, ენერგეტიკა, პროგრამული უზრუნველყოფა.

„მორჩა, მატარებელი სადგურიდან დაიძრა“ – ასეთი ხატოვანი გამოთქმა გამოიყენა გერმანიის საავტომობილო პრეწველობის გაერთიანების (VDA) პრეზიდენტმა, ბერნჰარდ მატესმა, რათა გერმანიის საავტომობილო მრეწველობის ელექტრომობილებისკენ შებრუნება დაეხასიათებინა. მისივე თქმით, სხვა კონტინენტებზე განსხვავებულ ტექნოლოგიებზეც შეიძლება დადონ ფსონი (როგორიცაა წყალბადი იაპონიისა და სამხრეთ კორეის შემთხვევაში), მაგრამ ევროპამ საკუთარი არჩევანი გააკეთა, ვინაიდან შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა ერდროულად სხვადასხვა ალტერნატიული ძრავის მქონე ავტომობილებისთვის ფინანსურად წამგებიანია.

"2030 წლისთვის თითქმის ყოველ მეორე მერსედესში ელექტრული ძრავი იმუშავებს – ან დამოუკიდებლად, ან შიდა წვის ძრავასთან ერთად," - განაცხადა Mercedes-Benz Cars–ის ქვედანაყოფის ხელმძღვანელმა ოლა კალენიუსმა.

ანალოგიური გეგმები აქვს BMW–საც.2013 წელს დაიწყო ელექტრული მანქანების BMW i3 სერიული წარმოება, რომლებზე მოთხოვნაც, მიუხედავად მისი ხანდაზმულობისა, წლიდან წლამდე იზრდება.ბავარიული ავტომშენებლის მიერ წარმოებული ავტომობილების მეოთხედი, უკვე 2021 წლისთვის ელექტრული ძრავით იქნება აღჭურვილი. 2025 წელს ეს მაჩვენებელი მესამედს, ხოლო 2030 წლისთვის 50%–ს მიაღწევს.

კიდევ უფრო ამბიციურად გამოიყურება Opel-ის გეგმები, რომელიც არ მუშაობს პრემიუმ–სეგმენტზე და მასობრივ ბაზარზეა ორიენტირებული.2024 წლიდან ამ კომპანიის სედანები და მსუბუქი კომერციული ავტომობილები გამოვა როგორც შიდა წვის, ისე ელექტრული ძრავევბით. კომპანია 2020 წელს ოთხ მოდელს დააკომპლექტებს ელექტრული ძრავით, ხოლო 2021 წელს კიდევ ოთხ მოდელს დაამატებს.

Porsche–ს შეფი ოლივერ ბლიუმე, თავის მხრივ, ბენზინზე მომუშავე ავტომობილების წარმოების შემცირებას ჯერ არ აპირებს. თუმცა, დარწმუნებულია, რომ „განვითარების მაგისტრალური მიმართულებაა ელექტრომობილი“. ამიტომ, 2022 წელს ამ მიმართულების გასავითარებლად კომპანია 6 მლრდ ევროს დააბანდებს. 2025 წლისთვის Porsche–ს ავტომობილების (სპორტული და პრემიუმ–კლასის) ნახევარი ჰიბრიდული და ელექტრული ძრავებით იქნება აღჭურვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system