თავში

ჰოლანდიაში 47 ქართული ღვინის ნიმუში გაიგზავნა

ჰოლანდიაში 47 ქართული ღვინის ნიმუში გაიგზავნა
ჰოლანდიაში 47 ქართული ღვინის ნიმუში გაიგზავნა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით,ჰოლანდიაში 9 მცირე მარნის 47 ღვინის ნიმუში გაიგზავნა.

COVID-19 პანდემიის შედეგად მიყენებული ზარალის შესამსუბუქებლად, სსიპ ღვინის ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყო მცირე მარნების მიერ წარმოებული ღვინის ტრანსპორტირება, მათ მიერ მოძიებულ პოტენციურ იმპორტიორებთან. 

ამ ინიციატივის ფარგლებში, ჰოლანდიაში გაგზავნილი 9 მცირე მარნის 47 ღვინის ნიმუშის პრეზენტაცია მოხდა ქართული ღვინის იმპორტიორი, მანა ოტმერის, ორგანიზებით ჩატარებულ დეგუსტაციებზე.

ჯამში, გაიმართა სამი პრეზენტაცია-დეგუსტაცია, რომელთაც 30-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა ევროპის ღვინის სექტორიდან.

ცნობითვის ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ქართული ღვინის მარკეტინგის პროაქტიული გეგმა შეიმუშავა. ქართული ღვინის მარკეტინგული მხარდაჭერისთვის 2021-2024 წლებში სახელმწიფო 46 მლნ ლარს გამოყოფს. გაიმართება 500-ზე მეტი პრეზენტაცია და დეგუსტაცია უცხოეთის ქვეყნებში. შედეგად, მთავრობა ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავლების ყოველწლიურ 8 %-იან ზრდას ელოდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system