თავში

ჰოლანდიური Stellar Navigation-ი საქართველოში შემოდის

ჰოლანდიური Stellar Navigation-ი საქართველოში შემოდის
ჰოლანდიური Stellar Navigation-ი საქართველოში შემოდის

ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგნტოს ხელმძღვანელის, თამარ იოსელიანის, შეფასებით, "საერთაშორისო კომპანიის“ სტატუსის ქვეშ საზღვაო ბიზნესებისთვის საგადასახადო შეღავათები დაწესება დროული და მნიშვნელოვანია.

ცნობისთვის, საზღვაო ბიზნესი საერთასორისო სტატუსისი მოპოვების შემთხვევაში ქონების, მოგების, დივიდენდებსა და საშემოსავლო გადასახადებზე შეღავათებით ისარგებლებს.

ამ შეღავათებით სარგებლობას გეგმავს ჰოლანდიური Stellar Navigation-ი.  იოსელიანის ინფორმაციით, კომპანია საქართველოში ამ ეტაპზე კომერციულ და ტექნიკურ მენეჯმენტს ახორციელებს.

თამარ იოსელიანი ამბობს, რომ საქართველოს კარგი პოტენციალი აქვს სანაოსნო სფეროს გასავითარებლად. მისივე თქმით, კომპანიოებისთვის საქართველოს მიმზიდველ წერტილად აქცევს ისიც, რომ ქვეყანაში საკანონმდებლო სისტემა ღიაა.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი განმარტავს, რომ შეღავათები ეხებათ, როგორც გემთმშენებლებს ასევე გემის როგორც კომერციულ ასევე ტექნიკურ მმართველებს, გემის აგენტებს, ბროკერებს, ტექნიკური გამართულობის კომპანიებს.

მისივე თქმით, საქართველოში მსხვილტონაჟიანი გემთმფლობელები არ არსებობენ და შეღავათები ქართული დროშის იმიჯის განავითარებს. 

შეგახსენებთ, სპეციალისტების განმარტებით, წარმატებული საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, საქართველო მიმზიდველ საგადასახადო გარემოს და კომფორტულ პლატფორმას ქმნის ქვეყანაში სანაოსნო, ლოგისტიკური და სავაჭრო კომპანიების საქმიანობის განსახორციელებლად.

ცნობისთვის, საზღვაო ინდუსტრიისა და IT კომპანიებისთვის ბეგარა 5%-მე მცირდება. იმისთვის, რომ გაიგოთ, ვინ ისარგებლებს საერთაშორისო სტატუსითა და საგადასახადო შეღავათებით და რა საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი, იკითხეთ report.ge.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system