თავში

ჰორეკა სექტორში დასაქმება 35%-ით შემცირდა

ჰორეკა სექტორში დასაქმება 35%-ით შემცირდა
ჰორეკა სექტორში დასაქმება 35%-ით შემცირდა

სტატისტიკური მონაცემებით, 2020 წლის მეოთხე კვარტალში სასტუმრო და კვებით მომსახურების სექტროში ბრუნვა 56%-ით დაეცა და 234.9 მლნ ლარი შეადგინა. სასტუმროების ბრუნვა 53.5 მლნ იყო, კვების ობიექტების 191.4 მლნ, აქ წლიურად კლება 40%-ზე მეტია.

სასტუმრო და კვებით მომსახურების ბიზნესში დასაქმება წლიურად 35%-ითაა შემცირებული.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებითვე, 2020 წლის მეოთხე კვარტალში სასტუმროების სექტორში დასაქმებულთა რაოდენობამ 39.2%-ით იკლო. სექტორი 9 606 კაცს ასაქმებდა. 2019 წლის ამავე პერიოში ამ სექტორში დასაქებულთა რაოდენობა 15 805-ს შეადგენდა.

32%-ით იკლო დასაქმებულთა რაოდენობამ საკვებით და სასმელით მომსახურების სექტოში. ამ სექტორში გასული წლის მეოთხე კვარტალში 16 816 კაცს ასაქმებდა, 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 8000 პირით ნაკლები.

ის, რომ პანდემიის მიზეზით, განსაკუთრებით მაღალია უმუშევრობის ზრდა ისეთ სექტორებში, როგორიცაა ტურიზმი, "ჰორეკა" სექტორი, ვაჭრობა, ტრანსპორტი, არაერთი კვლევით დასტურდება. COVID-19-ით პროვოცირებულმა კრიზისმა სამუშაო ადგილების მასობრივი დაკარგვა განაპირობა. გაზრდილია დროებით უმუშევართა ოდენობაც.

სპეციალისტების შეფასებით, "ჰორეკა" სექტორის კრიზისი ტურიზმის კლებას უკავშირდება, რადგან ის, ტურიზმის მომიჯნავე დარგადაა მიჩნეული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system