თავში

რატომ აკრძალა ამერიკამ და რატომ დაუშვა გერმანიამ "ჰუავეი" 5G მობილურ ქსელში

ჰუავეი 5G მობილურ ქსელში
რატომ აკრძალა ამერიკამ და რატომ დაუშვა გერმანიამ ჰუავეი 5G მობილურ ქსელში

გერმანია ჩინურ ტექნოლოგიურ გიგანტ კომპანია “ჰუავეის”, თავისი 5G მობილური ქსელიდან არ გათიშავს. გადაწყვეტილების დასაბუთებისას გერმანულმა მხარემ განმარტა, რომ სურს „თანაბარი სათამაშო მოედანი“ შექმნას მიმწოდებლებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „ჰუავეის“ ამერიკული სატელეკომუნიკაციო კომპანიებისთვის 5G მობილური ქსელის მოსაწყობად საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის მიყიდვა აუკრძალა. ხოლო გადაწყვეტილება იმით გაამართლა, რომ „ჰუავეი“ ჩინეთს დაზვერვისა და ინფორმაციის მოპოვების უკეთეს შესაძლებლობას მისცემს. გაერთიანებულ სამეფოში კი, „ჰუავეის“ აკრძალვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას მიმდინარე წლის შემოდგომაზე მიიღებენ.

„ჰუავეი“ დადებითად შეხვდა გერმანიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასა და სტანდარტებზე დაფუძნებულ მიდგომას.

„პოლიტიზირენული კიბერ-უსაფრთხოება მხოლოდ შეაფერხებს ტექნოლოგიურ განვითარებასა და სოციალურ პროგრესს მაშინ, როდესაც ქვეყნების წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებსაც კი ვერ გაუმკლავდება“- განაცხადეს ჰუავეიში.

„ჰუავეი განაგრძობს ღია თანამშრომლობას მარეგულირებლებთან, მომხმარებლებთან და ინდუსტრიულ ორგანიზაციებთან მობილური ქსელის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“- ნათქვამია განცხადებაში.

გერმანიის ყველა სატელეკომუნიკაციო ოპერატორი „ჰუავეის“ აღჭურვილობას იყენებს, რაც იმას გულისხმობს, რომ „ჰუავეის“ აკრძალვა 5G-ის განვითარებას შეაფერხებდა, რაც ქვეყანას მილიარდობით დოლარი დაუჯდებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system