თავში

I კვარტალში ეკონომიკის 3,5%-იან ვარდნას ვარაუდობენ

I კვარტალში ეკონომიკის 3,5%-იან ვარდნას ვარაუდობენ
I კვარტალში ეკონომიკის 3,5%-იან ვარდნას ვარაუდობენ

ISET-მა საქართველოსთვის მშპ-ს წამყვანი ინდიკატორის პროგნოზი გამოაქვეყნა. ორგანიზაცია 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას მინუს 3.5%-ზე ელის, რაც წინა პროგნოზზე 1,9%-ული პუნქტით დაბალია.

ორგანიზაციის განმარტებით, ფულის მასასთან დაკავშირებულმა ცვლადებმა მცირე უარყოფითი წვლილი შეიტანეს 2020 წლის ბოლო კვარტალში მშპ-ს რეალურ ზრდაში და უმნიშვნელო პოზიტიური წვლილი 2021 წლის პირველი კვარტლის მშპ-ს რეალურ ზრდაში.

შეგახსენებთ, სპეციალისტები დარწმუნებულნი არიან, რომ პირველ კვარტალში ეკონომიკა კლებას დააფიქსირებს. მიზეზად სახელდება შეზღუდვებია, რის გამოც ეკონომიკას ზრდის რესურსი რეალურად არ გააჩნია. ეკონომისტების უმეტესობა ამტკიცებს, რომ ეკონომიკის მკაცრი შეზღუდვა თავიდანვე არასწორი გადაწყვეტილება იყო, მათი უმეტესობის ძალაში დატოვება სამომავლოდ ეკონომიკაში დიდ პრობლემას გამოიწვევს. ამიტომაც ექსპერტები ამტკიცებენ, რომ პირველი კვარტალი კლებით დასრულდება, ხოლო დაგეგმილი წლიური 5%-იანი ვერ შესრულდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system