თავში

იაფ ხუნდებში აზბესტის შემცველობა კვლევით დადასტურდა - VIDEO

იაფ ხუნდებში აზბესტის შემცველობა კვლევით დადასტურდა
იაფ ხუნდებში აზბესტის შემცველობა კვლევით დადასტურდა - VIDEO

იაფფასიანი სამუხრუჭე ხუნდების 60%-ს აზბესტის შემცველობა დაუდგინდა. კვლევა  ჩატარდა ორგანიზაცია ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის", რომლის თაოსნობითაც, მავნე ნივთიერების შემცველობაზე ასევე შემოწმდა 15-მდე სახეობის სამშენებლო მასალა. მათში აზბესტის დონემ, დაახლოებით, 20% შეადგინა.

როგორც ორგანიზაციის დირექტორი ირაკლი იზორია აღნიშნავს, იაფი, 20 ლარამდე ღირებულების ხუნდები შეგნებულად შეირჩა. რაც შეეხება ძვირიან ხუნდებს, როგორც წესი, კერამიკულია და მათ შემცველობაში აზბესტი, დიდი ალბათობით, არ უნდა ფიქსირდებოდეს.

,,კვლევა საერთაშორისო სტანდარტებით სპეციალურ ლაბორატორიაში ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ 2 ხუნდში, რომელზეც ეწერა, რომ აზბესტისგან იყო თავისუფალი,  მისი შემცველობა მაინც დადგინდა. ასეთი ხუნდებისგან გამოფრქვეული ნაწილაკები კი მავნეა როგორც მძღოლისთვის, ასევე გარშემომყოფებისთვისაც. რატომ მაინცდამაინც სამუხრუჭე ხუნდები? ძალიან ბევრს ჰგონია, რომ აზბეტი,თუ მასზე ზემოქმედება არ ხორციელდება, სახიფათო არ არის. სამუხრუჭე ხუნდების შემთხვევაში, ვიცით, რომ დამუხრუჭების დროს, აზბესტი განიცდის ცვეთას, ამ დროს ჰაერში გამოიფრქვევა ნაწილაკები, შემდეგ კი ეს ნაწილაკები დიდი ალბათობით, ადამიანის ორგანიზმში ხვდება . ის დამაბინძურებელია, კანცეროგენია, რომელიც იწვევს ფილტვის კიბოს და სხვა მძიმე დაავადებებს. კვლევამ დაგვარწმუნა, რომ, როგორც ხუნდებში, ასევე სამშენებლო მასალებში, არის აზბესტის შემცველობა. ექსპერტებთან ერთად ვმუშაობთ რეკომენდაციების გაწერაზე" - აცახდებს ირაკლი იზორია.  

მისი ინფორმაციით, დაახლოებით 3 თვეში ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებსითვის" პარლამენტს წარუდგენს პოლიტიკის დოკუმენტს, გაიცემა რეკომენდაციები აზბესტის პრობლემის შესახებ, რათა ზომები დროულად იქნას მიღებული და რისკი მინიმალიზდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system