თავში

"იანდექსი" კლიენტების გადაადგილებაზე ინფორმაციას რუსეთის ხელისუფლებას აწვდის

"იანდექსი" კლიენტების გადაადგილებაზე ინფორმაციას რუსეთის
იანდექსი კლიენტების გადაადგილებაზე ინფორმაციას რუსეთის ხელისუფლებას აწვდის

ტაქსის კომპანია “იანდექსმა”, აღიარა რომ მონაცემებს კლიენტების გადაადგილების შესახებ რუსეთის ხელისუფლებას აწვდის. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ ცნობილი გახდა ყოფილი პოლიციელის, იგორ ილიახოვცის ჩვენებიდან. ლიახოვცი საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ, “მედუზას” გამომძიებელი ჟურნალისტის, ივან გოლუნოვის საქმის ფალსიფიცირებისა და მისი უკანონოდ დაპატიმრებისთვის დააკავეს. მან გოლუნოვის საცხოვრებელი ადგილისა და მისი გადაადგილების შესახებ მას შემდეგ გაიგო, რაც ამ ინფორმაციის მიწოდება “იანდექს \ტაქსის” მოსთხოვა.

“იანდექს ტაქსიმ” დაადასტურა, რომ ძალოვან უწყებებს ნამდვილად მიაწოდა ინფორმაცია გოლუნოვის გადაადგილების შესახებ და ეს “კანონის შესაბამისად გააკეთა”.

“პრაქტიკიდან ვიცით, რომ მოთხოვილი ინფორმაცია მნიშვნელოვანია დანაშაულის გასახსნელად და ვიღაცის სიცოცხლის გადასარჩენად”, – განამრტავენ კომპანიაში და დასძენენ, რომ როდესაც რუსეთის პოლიცია მათგან ინფორმაციას ითხოვს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, ისინი საქმის მასალებს მათ არ ატყობინებენ.

შეგახსენებთ, რუსეთისა და საქართველოს გარდა, “იანდექს ტაქსი” არაერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ოპერირებს.

კომპანიის საქართველოში შემოსვლა დაახლოებით 2016 წლის იანვარში გადაწყდა, ტაქსის სერვისის მიწოდებას თბილისში იმავე წლის 23 აგვისტოდან შეუდგა. კომპანიამ ხელშეკრულებების გააფორმა ქართულ ტაქსოკომპანიებთან და პარტნიორობის რეჟიმში აგრძელებენ ოპერირებას. 

ცნობისთვის, "იანდექსის" ბაზარზე გამოჩენა მაშინ გააპროტესტეს ადგილობრივმა ტაქსოკომპანიებმა. მათ "იანდექსს" სერვისის დემპინგურ ფასად მიწოდებაში დასდეს ბრალი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system