თავში

იანვარ-ივლისში ექსპორტი 27,8%-ით გაიზარდა

იანვარ-ივლისში ექსპორტი 27,8%-ით გაიზარდა
იანვარ-ივლისში ექსპორტი  27,8%-ით გაიზარდა

საქსტატმა საგარეო ვაჭრობის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან ექსპორტზე 2,27 მილიარდი დოლარის საქონელი გავიდა, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 27,8%-ით მეტია.

გარდა ამისა, საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის 7 თვეში უცხოეთიდან საქართველოში 5,21 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი შემოვიდა. აღნიშნული მონაცემი 2020 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 19,3%-ით არის გაზრდილი.

შესაბამისად, იანვარ-ივლისში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, ანუ ექსპორტისა და იმპორტის ჯამმა 7,48 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო სალდო, უარყოფითი სავაჭრო ბალანსის მოცულობა (ექსპორტსა და იმპორტს შორის სხვაობა) 2,93 მილიარდი დოლარი იყო.

სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ ივლისში ექსპორტზე 390,9 მილიონი დოლარის საქონელი გავიდა, ხოლო იმპორტის მოცულობამ 856,4 მილიონ დოლარს მიაღწია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system