თავში

იანვარ-მაისში ექსპორტი 24.4%-ით გაიზარდა

იანვარ-მაისში ექსპორტი 24.4%-ით გაიზარდა
იანვარ-მაისში ექსპორტი 24.4%-ით გაიზარდა

2021 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 019.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 18.2 პროცენტით მეტია.

საქსტატის ცნობით, ექსპორტი 1 538.1 მლნ აშშ დოლარი (24.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 3 481.3 მლნ აშშ დოლარი (15.7 პროცენტით მეტი) იყო.

ამასთან, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-მაისში 1 943.2 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 38.7 პროცენტი შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system