თავში

იანვარ-მარტში აზერბაიჯანიდან საქართველოს 11 314 ადამიანი ეწვია

იანვარ-მარტში აზერბაიჯანიდან საქართველოს 11 314 ადამიანი ეწვია
იანვარ-მარტში აზერბაიჯანიდან საქართველოს 11 314 ადამიანი ეწვია

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში აზერბაიჯანიდან საქართველოში 11 314 ადამიანი ჩამოვიდა. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიშში,რომლის თანახმად, წელს პირველ კვარტალში აზერბაიჯანელი სტუმრების ოდენობა, გასულ წელთან შედარებით, 250 876 ადამიანით, ანუ 95,7% -ითაა შემცირებული.

ცნობისთვის, აზერბაიჯანმა მესამე ადგილი დაიკავა საქართველოში ვიზიტორების რაოდენობით თურქეთის (50 720 ადამიანი) და სომხეთის (15 316 ადამიანი) შემდეგ.

იანვარ-მარტში მეზობელი ქვეყნიდან საქართველოს სულ 130 188 საერთაშორისო სტუმარი ეწვია, რაც 88.4% -ით ნაკლებია 2020 წლის პირველი სამი თვის ჯამურ მაჩვენებელზე.

პოსტპანდემიურ პერიოდში პირველი მედია ტურით საქართველოს აზერბაიჯანული მედიის წარმომადგენლები ესტუმრნენ. ჟურნალისტებმა და ბლოგერებმა თბილისი, მცხეთა, ქუთაისი, წყალტუბო, მარტვილი, სენაკი და შეკვეთილი მოინახულეს. ერთკვირიანი ტურით უცხოელმა ჟურნალისტებმა პრომეთეს მღვიმის, სათაფლიის, ოკაცეს კანიონის, კინჩხას ჩანჩქერის, მარტვილის კანიონის, ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის, მცხეთაში არმაზის ციხის, ბაგინეთიდს და ჯვრის მონასტრის დათვალიერება მოახერხეს. ტურის დასრულების შემდეგ საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიები და ვიდეო ბლოგები მომზადდება.

ცნობისთვის, აზერბაიჯანი საქართველოსთვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. 2019 წელს საქართველოს აზერბაიჯანიდან ყველაზე ბევრი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, აზერბაიჯანიდან საქართველოში 1 526 619 საერთაშორისო ვიზიტი შედგა.

შეგახსენებთ, საქართველო-აზერბაიჯანის ტურისტულ პაკეტებზე მუშაობა განახლდა. ორმა ქვეყანამ ერთობლივი ტურისტული სვლა ჯერ კიდევ 2019 წელს 2020 წლისთვის დაგეგმა. მეზობელ ქვეყნებს ერთობლივი ტურისტული პაკეტები უნდა შეექმნათ მესამე ქვეყნის წარმომადგენლებისათვის, თუმცა კორონავირუსმა საქართველო-აზერბაიჯანის ტურიზმში დაგეგმილი თანამშრომლობა გადადო. მას შემდეგ, რაც ორივე ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მართვადი გახდა, მხარეებმა გეგმა განაახლეს. აზერბაიჯანის ტუროპერატორებს საქართველოს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ტურიზმის აღდგენის გეგმა გააცნეს.

მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან აზერბაიჯანში ვიზიტორთა რაოდენობა შემცირდა 16,3 ჯერ, ხოლო საქართველოში აზერბაიჯანიდან ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობა 37,5-ჯერაა შემცირებული. აზერბაიჯანიდან საქართველოს 2021 წლის თებერვალში 3950 ადამიანი ეწვია. ამ ქვეყნიდან შემოსული სტუმრების ოდენობა წლიურ ჭრილში 95.8%-ითაა შემცირებული, ხოლო 2019 წლის თებერვალთან შედარებით, 93.3%-ს უტოლდება.

საქართველოში აზერბაიჯანელი სტუმრების ზრდას ელიან მარტიდან, რადგან 19 მარტიდან Buta Airways–ი კვირაში 3 – ჯერ ასრულებს ფრენებს ბაქო-თბილისის მიმართულებით და საპირისპიროდ. ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით ფრენები სრულდება 21 მარტიდანაც. მიმდინარე წლის 30 ოქტომბრამდე ავიაკომპანია AZAL განახორციელებს ფრენებს კვირაში 4-ჯერ - სამშაბათს, პარასკევს, შაბათს და კვირას. აზერბაიჯანი იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ PCR-ტესტის ნეგატიური პასუხით.

ფრენების სიხშირე ზაფხულში მნიშვნელოვნად გაიზრდება. რეგურალურ ფრენებზე შეზღუდვები 1-ელი თებერვლიდან გაუქმდა და საჰაერო საზღვარზე შემოსვლის განახლებული რეჟიმი ამოქმედდა. საჰაერო საზღვარი ქვეყანას დაახლოებით 10 თვე ჰქონდა დახურული. სახმელეთო საზღვარი საქართველომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის 16 მარტიდან ჩაკეტა და ამ დრომდე დახურული აქვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system