თავში

იაპონიაში სამომხმარებლო გადასახადი გაიზარდა

იაპონიაში სამომხმარებლო გადასახადი გაიზარდა

1-ლი ოქტომბრიდან იაპონიაში სამომხმარებლო გადასახადი 8%-დან 10%-მდე გაიზარდა. გადასახადის გაზრდა შესაძლოა, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ნეგატიურად აისახოს.

„ყველაზე მეტად ეს ღარიბ ოჯახებს შეაწუხებს, რომლებსაც აქამდეც ძალიან აწვებოდა ეს ტვირთი. მიუხედავად იმისა, რომ გადასახადის სიიდან ამოღებულია საკვები პროუქტების და სასმელების უმეტესობა, ფასები სხვა ყოველდღიური გამოყენების საქონელზე და კომუნალურ გადასახადებზე მაინც გაიზრდება“ , - აღნიშნავს სააგენტო Kyodo News.

ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საკმარისად გააკეთეს იმისთვის, რომ ამ რეფორმის შედეგად ნეგატიური გავლენების მინიმიზირება მოეხდინათ.

ცნობისათვის, 1997 წელს, როდესაც ამ გადასახადის გაზრდა 3%-დან 5%-მდე მოხდა, ხოლო 2018 წელს 8%-მდე, ამან ქვეყანაში რეცესია გამოიწვია.

იაპონიის პრემიერმა სინძო აბემ აქამდე ორჯერ გადაავადა ახალი ტარიფის ამოქმედება. მისი თქმით, ამ გადასახადის გაზრდა აუცილებელია, რათა ქვეყანაში გადაწყდეს ერის დაბერების პრობლემა“. მოხუცი ადამიანების წილი ითხოვს მეტ ხარჯებს ქვეყნის ბიუჯეტიდან და ეს იმ დროს, როცა იაპონიის სახელმწიფო ვალი აღემატება ქვეყნის მშპ-ს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system