თავში

იაპონური ინდექსები სტაბილურობას ინარჩუნებს

იაპონური ინდექსები სტაბილურობას ინარჩუნებს
იაპონური ინდექსები სტაბილურობას ინარჩუნებს

იაპონიის კაპიტალის ბაზრებზე აპრილის პირველ ნახევარში მნიშვნელოვანი ცვლილება არ მომხდარა, იაპონიის Nikkei ინდექსი აპრილის პირველ ნახევარში 1.0%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ აღნიშნულია galt and taggart-ის რეგიონული ბაზრის განახლებულ მიმოხილვაში, რომლის მიხედვით, იაპონიაში ყურადღების ქვეშ კომპანია ტოშიბა მოექცა, მას შემდეგ რაც მსხვილმა კონგლომერატმა - CVC Capital Partners-მა, $20 მილიარდად ტოშიბას შესყიდვის სურვილი გამოთქვა. 

"აღნიშნული გარიგების შემთხვევაში ტოკიოს საფონდო ბირჟიდან ტოშიბას დელისტინგი მოხდება, რაც იაპონიის ისტორიაში ყველაზე მსხვილი გარიგება იქნება. თუმცა, მოგვიანებით კომპანიის გენერალური დირექტორის მოულოდნელმა გადადგომამ გარიგება ეჭვქვეშ დააყენა," - აღნიშნულია მიმოხილვაში.

იაპონია, რომლის საფონდო ბირჟები უფრო მეტადაა დაკავშირებული ამერიკისა და ევროპის ფინანსურ ბაზრებთან, მარტის პირველ ნახევარში გაიზარდა. ამ პერიოდში Nikkei 225 ინდექსმა 2.8%-იანი ზრდა აჩვენა.

2021 წლის თებერვლის პირველ ნახევარში აზიური აქციების ფასები გაიზარდა, უფრო კონკრეტულად, იაპონიის Nikkei 225 კი 8.8%-ით გაიზარდა და 1991 წლის შემდეგ პირველად გადასცდა 30,000-ის ნიშნულს. გლობალური ბაზრის ანალიტიკოსბემა ეს მაშინ იმით ახსნეს, რომ 2020 წლის მე-4 კვარტალში ქვეყანას კარგი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა და კოვიდის შემთხვევების შემცირებამაც შეუწყო ხელი იაპონური ინდექსების ზრდას.

2021 წლის იანვრის მეორე ნახევარში აზიური აქციების ფასები 2-3%-ის ფარგლებში შემცირდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system